"ბახტაძის მთავრობა იქნება ურყევი და შეუპოვარი იმ გზაზე, რასაც საქართველოს ნატოში ინტეგრაცია ჰქვია" - ლევან იზორია
პოლიტიკა - 14:17, 19 Jul, 2018     899
„ბახტაძის მთავრობა იქნება ურყევი და შეუპოვარი იმ გზაზე, რასაც საქართველოს ნატოში ინტეგრაცია ჰქვია“, - განაცხადა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ ბრიუსელში ვიზიტისას, სადაც საქართველოს მთავრობის ხელმძღვანელთან ერთად ნატოს შტაბ-ბინაში ოფიციალურ შეხვედრებს ესწრება.

„სიმბოლურია, რომ პირველი საერთაშორისო ვიზიტი ბატონმა პრემიერმა ნატოში განახორციელა, რითაც კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვა, რომ მისი მთავრობის მთავარი კურსი იქნება ორიენტირებული სწორედ ნატოში ინტეგრაციაზე, იმ ღირებულებების განმტკიცებაზე, რასაც ნატოს წევრი ქვეყნები იზიარებენ და ეფუძნება დემოკრატიულ ინსტიტუტებს, ადამიანის უფლებების განმტკიცებასა და თანამედროვე შეიარაღებული ძალების რეფორმირების საკითხს“, - აღნიშნა თავდაცვის უწყების ხელმძღვანელმა.

მან კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვა იმ მაღალ შეფასებებს, რომელიც ნატოს სამიტის ფარგლებში საქართველოს მიმართ გაკეთდა.

„გაჟღერდა, რომ საქართველოს აქვს დიდი პროგრესი, როგორც დემოკრატიული ინსტიტუტების განმტკიცების გზაზე, ასევე თავდაცვის უწყების ფარგლებში შეიარაღებული ძალების მოდერნიზაციის თვალსაზრისით. აღინიშნა, რომ ეს არის ყოვლისმომცველი რეფორმები, რომლითაც საქართველო დღითიდღე უახლოვდება ნატოს სტანდარტებს. ითქვა, რომ ბრიუსელის სამიტის ფარგლებში მიღებული გადაწყვეტილებები უნდა აღსრულდეს, განსაკუთრებით კი, საუბარია იმ პოზიციაზე, რომ ნატო ბუქარესტის სამიტზე მიღებული გადაწყვეტილების ერთგული რჩება“, - აღნიშნა ლევან იზორიამ.

ლევან იზორიას განცხადებით, შავი ზღვის რეგიონში უსაფრთხოების განმტკიცების საკითხის განხილვისას ყურადღება გამახვილდა საქართველოს, როგორც ყველაზე სანდო პარტნიორისა და ასპირანტი ქვეყნის თანამონაწილეობის საკითხზე ამ პროცესებში. მისი თქმით, განსაკუთრებით აღინიშნა ნატო-საქართველოს ურთიერთობის ფარგლებში სხვადასხვა პრაქტიკული მექანიზმების მაქსიმალური გამოყენების შესაძლებლობა.

„გამოითქვა ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის გაფართოების სურვილი კონკრეტული მიმართულებებით, როგორიცაა კონტრმობილურობის, კიბერუსაფრთხოებისა და უსაფრთხო კომუნიკაციების ინიციატივები. აღინიშნა, რომ რაც შეიძლება მეტი ნატო იყოს წარმოდგენილი საქართველოში და ამის მკაფიო გამოხატულება იქნება მომავალ წელს, მარტში დაგეგმილი ნატო-საქართველოს ერთობლივი წვრთნები, სადაც თანამონაწილეობის ხარისხი ნატოს მხრიდან იქნება დიდი. შესაბამისად, ეს კიდევ ერთხელ იქნება კონკრეტული წინ გადადგმული ნაბიჯი საქართველოს ნატოსთან დაახლოების თვალსაზრისით“, - განაცხადა თავდაცვის მინისტრმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42