დავით ჭიჭინაძე ამბობს, რომ ისინი, ვინც მისი პარტიიდან გარიცხვის შესახებ გადაწყვეტილება მიიღეს, ბოლშევიკები არიან.
ჭიჭინაძის განცხადებით, ის „ქართული ოცნების“ ე.წ გარიყული წევრების რიგებში რჩება.
„მე გავიგე ისევ და ისევ თქვენი მეშვეობით, ისე, როგორც ძალიან ბევრ რამეს ვგებულობდით თქვენი მეშვეობით მინისტრების კანდიდატებზე, გათავისუფლებაც თქვენი მეშვეობით გავიგე, უმრავლესობასთან ურთიერთობის ძალიან კარგი ფორმაა, ვფიქრობ, რატომ უნდა დახარჯონ დრო, ენერგია ახსნაზე, ან პოზიციების შეჯერებაზე, მაგრამ რაც შეეხება ბიძინა ივანიშვილს, არც მაგას მივუღივარ პარტიაში, არც მაგას მიუღია გადაწყევტილება ჩემი მაჟორიტარად წარდგენაში, მაგრამ ვფიქრობ ამ ადამიანის ხელმოწერაც არ არის, როგორც იტყვიან, არამეფის საქმეა, რიგითი დეპუტატის პარტიიდან გარიცხვა ეგეთ დონეზე არ წყდება. თუმცა ქალბატონი თამარი იძახის, რომ შეუთანხმეს, ამით რა თქვეს, ვერ გავიგე, რომ თითონ ამ ხუთმა ადამიანმა ისევ თავიანთი თავი დააკნინეს, მაშინ რატომ აქვთ ეს თანამდებობები თუ კიდევ ვიღაცას უთანხმებენ, ესეც გაუგებარია. მაშინ გააუქმონ ისე თანამდებობი, იყოს პირდაპირ მრჩეველთა საბჭო, რომელიც მიიღებს დავალებას და შეასრულებს.
უმრავლესობისა და ფრაქციის ჩატიდან უკვე ამომშალეს - ველოდები ფრაქციიდან გარიცხვას, უკვე ყველაფერს ველოდები. აუსრულდა ოცნება მამუკა მდინარაძეს - მისი ფრაქციის წევრი აღარ ვიქნები. ველოდები, რომ ფრაქცია “ქართული ოცნებიდან“ გამრიცხავენ. რაც შეეხება უმრავლესობაში დარჩენის საკითხს, რომ მოვინდომო, არსებობს მეთოდი, რომ უმრავლესობაში შემავალი სხვა პარტიის ფრაქციაში შევიდე. მე პარლამენტიდან ნამდვილად არ წავალ და ჩემს საქმიანობას გავაგრძელებ.
ვფიქრობ, რომ მე ვარ გამარჯვებული, იქიდან გამომდინარე, რომ მე ბევრად უფრო თავისუფლად შემიძლია ამ ადამიანს ის პრეტენზიები წავუყენო, რომელიც საზოგადოებას მათ მიმართ გააჩნია. განცხადების შინაარსი და კომენტარი ქალბატონი თამარ ჩუგოშვილის და ბატონი ზაქარიასი, ეს იყო ჩემთვის კიდევ ერთი პოლიტიკური აღმოჩენა, როდესაც მე დავტკბი იმით, რომ ზაქარია ქუცნაშვილს და თამარ ჩუგოშვილს თურმე ერთნაირი შეხედულება ჰქონიათ დემოკრატიაზე, მორალსა და ეთიკაზე,“- განაცხადა დავით ჭიჭინაძემ.
მასალის გამოყენების პირობები






