„საქართველო უკვე გადაიქცა დასავლური სტრატეგიის ელემენტად, რომელიც მიზნად ისახავს რუსეთის შეკავებას" - მარია ზახაროვა
პოლიტიკა - 12:06, 19 Jul, 2018     1355

„საქართველო უკვე გადაიქცა დასავლური სტრატეგიის ელემენტად, რომელიც მიზნად ისახავს რუსეთის შეკავებას შავ ზღვისპირეთსა და სამხრეთ კავკასიაში,”- ასე ეხმაურება რუსეთის საგარეო უწყების წარმომადგენელი დასავლეთისა და აშშ-ს სანქციებს.

„კურიერთან“ ექსკლუზიურ ინტერვიუში რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციის და ბეჭდვის დეპარტამენტის უფროსი მარია ზახაროვა ამბობს, რომ რუსეთისათვის დაწესებულ სანქციების მიზეზად საქართველო დასახელებული არ არის.

„ყველამ ვიცით, რომ დასავლეთში არსებობენ ძლიერი პოლიტიკური ძალები, რომლებიც ანტირუსული სანქციების გაფართოებისა და შენარჩუნებისთვის იბრძვიან. ამ დროს მათ მოტივებს არ აქვთ არანაირი კავშირი საქართველოს ინტერესების დაცვასთან. ეს აზრი მხოლოდ ძალიან გულუბრყვილო ადამიანებს შეიძლება მოუვიდეთ.

ჩემი აზრით, ეს ცხადია. თუ საქართველო იქნება ნახსენები სანქციების ერთ-ერთ მიზეზად, ეს იქნება კარგი საბაბი რომ ქართველები დაფიქრდნენ - ხომ არ იყენებენ მათ ქვეყანას სხვები თავისი გეოპოლიტიკური თამაშებისთვის. ეს დასკვნა თავისთავად მოდის. საქართველო უკვე გადაიქცა დასავლური სტრატეგიის ელემენტად, რომელიც მიზნად ისახავს რუსეთის შეკავებას შავ ზღვისპირეთსა და სამხრეთ კავკასიაში.

არც ისე შორეულ წარსულში შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის ერთ-ერთმა მაღალჩინოსანმა საჯაროდ განაცხადა - ვციტირებ : "შეერთებული შტატები გააგრძელებს საქართველოს შეიარაღებას რუსეთისთვის წინააღმდეგობის გაწევის მიზნით.

ჩემი აზრით, ქართველ პოლიტიკოსებს უნდა ახსოვდეთ, რომ სხვისი გეოპოლიტიკური ინტერესებით მოქმედება ეროვნული ინტერესების დაცვის სანაცვლოდ, უმადური და არაკეთილშობილი საქმეა“-ამბობს ზახაროვა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42