ჭიჭინაძის შემდეგ გედევან ფოფხაძე? - "ოცნების" უმრავლესობა საპრეზიდენტო არჩევნების წინ იშლება
პოზიცია - 11:15, 19 Jul, 2018     2493
მას შემდეგ, რაც „ქართული ოცნების“ ხუთკაციანმა სათათბირომ ისნის რაიონის მაჟორიტარი, დეპუტატი დავით ჭიჭინაძე პარტიიდან გარიცხა, პოლიტიკურ კულუარებში გამძაფრდა მოსაზრება, რომ მმართველ გუნდში დიდი კრიზისია.

„დისციპლინური სასჯელის“ შესახებ თავად „დასჯილმა“ ჭიჭინაძემაც პოსტ-ფაქტუმ შეიტყო. პოლიტიკის ანალიტიკოსები პირად საუბრებში იმასაც ამბობენ, რომ „ოცნება“ ჩვეულებრივი კომუნისტური პარტიაა, რომელიც კრიტიკას ვერ იტანს და ყველას, ვისაც განსხვავებული აზრი აქვს, მტრად აცხადებს.

ამასთან, როგორც ჩვენი წყაროები გვეუბნებიან, ჭიჭინაძე „პირველი მერცხალია“ და მის ბედს მალე ბევრი სხვაც გაიზიარებს. როგორც „ნიუპოსტისთვის“ ხდება ცნობილი, ამ დროის მონაცემებით, „ოცნების“ სათათბირო კულუარულად უკვე მსჯელობს გედევან ფოფხაძის შესაძლო გარიცხვაზეც. სხვათა შორის, ფოფხაძეს „ოცნების“ დატოვება ღიად ზაქარია ქუცნაშვილმა უკვე ურჩია.

ვერ ვიტყვით, რომ ფოფხაძე, ჭიჭინაძის მსგავსად, ანარქისტია, მაგრამ ჭიჭინაძის გარიცხვის შემდეგ ბატონმა გედევანმა მწვავე განცხადება გააკეთა და აღნიშნა:

„თუკი პარტიაში ყოფნის სტანდარტი იმას ნიშნავს, რომ ყველაფერზე ერთი პოზიცია უნდა არსებობდეს, არ მგონია, ასეთ პარტიაში დარჩენის სურვილი ბევრს ჰქონდეს. შეუძლიათ პარტიას „ქართული ოცნების“ ნაცვლად კომკავშირი ან კომპარტია დაარქვან და ეს უფრო ადეკვატური იქნება... მაინტერესებს, ამ პოლიტიკური გუნდის შიგნით რა პრინციპებზე ხდება ერთმანეთთან ურთიერთობა და რაში მდგომარეობს დავით ჭიჭინაძის მიმართ პრეტენზია, რომ პარტიიდან მოსული მესიჯებით არ ცხოვრობს და არ აზროვნებს?! თუ ეს არის ჭიჭინაძის მიმართ პრეტენზია, მე სოლიდარული ვარ მის მიმართ. მე მაინტერსებს ამ ყველაფრის დასაბუთება! რატომ ირიცხება ჭიჭინაძე პარტიიდან – რუსეთის აგენტია? შპიონაჟშია ეჭვმიტანილი? კორუფციაზეა საუბარი? რაც შეეხება ეთიკურობის საკითხს, ეთიკურობა ძალიან შეფასებითი კატეგორიაა. ერთს რაც არაეთიკურად მიაჩნია, მეორეს მიაჩნია პრინციპულად, სწორად და სამართლიანად! მაშინ საზოგადოებას ვკითხოთ, თუ როგორია ეთიკის სტანდარეტები. არ მგონია, რომ დათო ჭიჭინაძეზე უფრო ეთიკურად იქცეოდეს ბევრი სხვა, რასაც ჩვენ ბევრისგან ვითმენთ. ყველაფერზე სათქმელი, ბოლომდე ითქმება - თუ ასე დაისვა საკითხი, რაზეა ლაპარაკი“.

ზოგადად, გედევან ფოფხაძე ის სუბიექტია, რომელიც მაშინ აქტიურდება ხოლმე, როცა „ოცნებაში“ რაღაც რიგზე ვერ არის. შესაბამისად, კულუარებში ამბობენ, რომ ფოფხაძე ზემოხსენებული განცხადებით კობახიძის „სასტავს“ ცეცხლი გაუხსნა და მას მხარი შესაძლოა, უმრავლესობაში შემავალმა „სოციალ-დემოკრატებმაც“ აუბან.

ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე, არსებობს მოლოდინი, რომ იგივე საპრეზიდენტო არჩევნების წინ „ოცნების“ უმრავლესობა მარტივ მამრავლებად დაიშალოს და შესაძლოა, ისეც კი მოხდეს, რომ მმართველმა გუნდმა საპრეზიდენტო კანდიდატის დასახელებაც კი ვერ მოახერხოს.

ოფიციალური ინფორმაციით, ჭიჭინაძის პარტიიდან გარიცხვის მიზეზი ის გახდა, რომ მან ეთიკის ნორმები დაარღვია და აწ უკვე ყოფილ თანაგუნელებს ხშირად საჯაროდ აკრიტიკებდა. სხვათა შორის, ჭიჭინაძე პირველი დეპუტატი იყო, რომელმაც თავის დროზე იგივე გიორგი კვირიკაშილის მთავრობას გადადგომისკენ ღიად მოუწოდა და ასევე, „ოცნებაში“ „კოლექტიური ზარდიაშვილების“ წინააღმდეგაც გაილაშქრა. მაშინ ეს ყველაფერი ე.წ. ძველებისა და ახლების დაპირისპირებად მოინათლა. ამ დროის მონაცემებით, ისე ჩანს, რომ გამარჯვება „ახლებს“ დარჩათ, მაგრამ როგორც კულუარებში ამბობენ, კობახიძე-ჩუგოშვილის გამარჯვების სიხარული ნაადრევია, რადგან დიდი ალბათობით, მალე შესაძლოა, უმრავლესობის დახურული „სხადნიაკი“ გაიმართოს“, რომელსაც სავარაუდოდ, ბიძინა ივანიშვილიც დაესწრება. ელოდებიან, რომ ამ „სხადნიაკზე“ კობახიძეს პასუხის გაცემა ბევრ კითხვაზე მოუწევს.

ამასთან, არ გამორიცხავენ, რომ „ოცნებამ“ პარლამენტის თავმჯდომარის შეცვლის გადაწყვეტილება მიიღოს და საპრეზიდენტო არჩევნებამდე კობახიძეს სპიკერის თანამდებობა დაატოვებინოს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42