პარტიიდან გარიცხვის შემდეგ დავით ჭიჭინაძის განცხადებების ობიექტი კვლავ პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძეა. დავით ჭიჭინაძე ამბობს,რომ ისინი, ვინც მისი პარტიიდან გარიცხვის შესახებ გადაწყვეტილება მიიღეს, ბოლშევიკები არიან.
"ის რომ თურმე პარტიული დისციპლინა არსებობდა დღეს და ზოგადად განცხადებების გაკეთება, ამას კრძალავდნენ ბოლშევიკები. სულით და გულით ბოლშევიკები, პატარა კომკავშირლები არიან. რომ კითხო დასავლური სტანდარტის პარტიაა და დასავლურად უყურებენ და დასავლური ღირებულებების მატარებლები არიან. კიდევ ერთხელ ჩანს, რომ ბოლშევიკები არიან. ტრამპის, მაკკეინის და რესპუბლიკური პარტიის დაპირისპირებას შეხედავ ხო, ეხლა რა ქნას ტრამპმა, ვინც ცუდი რამე თქვა ყველა გააგდოს? თუ ამომრჩეველი გამრიცხავს ეს იქნება გარიცხვა, თორემ კობახიძე და მისნაირები, ბოლშევიკები თუ გამრიცხავენ, არაუშავს,"-აგანაცხადა დავით ჭიჭინაძე.
მასალის გამოყენების პირობები






