„ქართული ოცნების“ რიგებიდან დავით ჭიჭინაძის გარიცხვა მორიგი განხეთქილების მიზეზი ხდება გუნდის შიგნით.
ჭიჭინაძის გარიცხვას გედევან ფოფხაძე გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ მმართველ გუნდს შეუძლია პარტიას „ქართული ოცნების ნაცვლად კომკავშირი ან კომპარტია დაარქვას, ეს უფრო ადექვატური იქნება“.
"მე მგონია რომ ეს არის პრინციპულად არასწორი გადაწყვეტილება არამარტო პარტიისთვის და პოლიტიკისთვის, არამედ ქვეყნისთვის,"-აცხადებს გედევან ფოფხაძე.
გედევან ფოფხაძეს მისი ხმაურიანი განცხადების გამო მისივე თანაგუნდელი, ზაქარია ქუცნაშვილი აკრიტიკებს და პარტიის დატოვებას ურჩევს.
"მე არ გავჩერდებოდი იმ პოლიტიკურ პარტიაში რომელსაც ვუწოდებდი კომუნისტების გაერთიანება, ეს იქნება ჩემი პასუხი გედევან ფოფხაძისადმი. მე მგონია რომ გარკვეული ჯგუფი ცდილობს რომ გარიცხვით თავსი თავის აქტუალიზაცია მოახდინოს,"-ცხადებს ზაქარია ქუცნაშვილი.
მასალის გამოყენების პირობები






