ძუძუთი კვება სირცხვილი არაა, ეს ბუნებრივი და ნორმალური ცხოვრების ნაწილია.
სწორედ ამის თქმა გადაწყვიტა მოდელმა მარა მარტინმა , რომელიც პოდიუმზე გამოვიდა და თან 5 თვის შვილს ძუძუთი კვებავდა.
მარა ერთ-ერთია იმ 16 ფინალისტიდან, რომელიც ღია ქასტინგის მეშვეობით Sports Illustrated-მა შეარჩია „მაიამის საცურაო კოსტუმის კვირისთვის.“
მარა ოქროსფერ საცურაო კოსტუმში გამოჩნდა, ხელში არია ეჭირა, რომელიც ჭამდა, ყურებზე კი სპეციალური ყურსასმენები ეკეთა, ზემდეტ ხმაურს რომ არ შეეწუხებინა.
„ყველამ, ვინც მიცნობს, იცის ეს ჩემი დიდი ხნის ოცნება იყო. არ მჯერა, რომ მე და ჩემი გოგონა გამოვედით ამ მნიშვნელოვან ჩვენებაზე და თანაც იმას ვაკეთებდით, რასაც ყოველ დღე ვაკეთებ.
მადლიერი ვარ, რომ მომეცა შანსი, ერთგვარი მესიჯი გამეგზავნა - ძუძუთი კვება ნორმალურია, ამაში სამარცხვინო არაფერია და ეს ყველგან შეიძლება“ - დაწერა მარამ ინსტაგრამზე.
მასალის გამოყენების პირობები






