მეშახტეები ხვალ ტყიბულის მუნიციპალიტეტთან აქციის გამართვას გეგმავენ.
„ბოლო ერთი წლის განმავლობაში 16 კაცი გარდაიცვალა, ამ კადრს ვუცხადებთ უნდობლობას. ჩვენი თხოვნაა, ეს პასუხისმგებლობა აიღოთ და ეს კადრი ახლით ჩანაცვლდნენ. მე და მთელი მეშახტეები ვიქნებით პასუხსიმგებელნი, რომ გავალთ სამსახურში... ეს სისხლის მსმელები ვერ გაძღნენ, თქვენ რამდენსაც გატყუებენ, იმდენი გამარჯვება ჩემს შვილს. თქვენ ვერ გებულობთ, რამდენს გატყუებენ და ეს ხალხი წყდება,“- აცხადებენ მეშახტეები.
„საქნახშირის“ გენერალურმა დირექტორმა ტყიბულში მომხდარ ტრაგედიაზე ისაუბრა და შეცდომები აღიარა.
„შეცდომები გვაქვს დაშვებული, გასაყვანი მანძილიდან ხალხი ვერ გავიყვანეთ, ავაფეთქეთ და არ იყო ყველა გაფრთხილებული, ეს ჩემი ვარაუდებია. სრულყოფილად გამოძიება იტყვის. იქ ცვლის უფროსი იყო უბნის, ვისაც ეკუთვნოდა ხალხი და უბანი, იყო ვინტილაციის ცვლის უფროსი, უსაფრთხოებაც ეხებოდა, იყო ამფეთქებელი, იყო კიდევ შვიდი მუშა,“- განაცხადა ჯამბულ ჯაყელმა.
მასალის გამოყენების პირობები






