„მაქვს განცდა, რომ დღეს მოვუსმინეთ ადამიანს, რომელიც ცრუობდა. ვერ მოვისმინე ვერცერთი არგუმენტი, რატომ არ შეიძლება ჰქონოდა მეტი ინფორმაცია. ის ხორავას ქუჩაზე იმ მომენტში იმყოფებოდა, როდესაც თვალწინ, რამდენიმე მეტრში ორი ახალგაზრდას მკვლელობა მიმდინარეობდა. ეს არის შედეგი , თუ როგორ ჩაატარა საგამოძიებო მოქმედებები პოლიციამ. არ არსებობს პირველი დაკითხვის ოქმი, გაუგებარია რა ტაქტიკით იყო ის დაკითხული. შემდეგ არის დაკითხვა 18- ში და 19- ში. ღამე წაიყვანეს და ასევე გაუგებარია, კონკრეტულად რა ინსტრუმენტებით ცდილობდნენ, მიეღოთ მისგან ინფორმაცია. იკვეთება, რომ არ იყო ჩატარებული სათანადო მოქმედებები , რათა ამ კონკრეტული მოწმისგან სიმართლე მოესმინათ. მინდა მივმართო შსს-ს და პროკურატურას, გამოიყენონ მათ ხელთ არსებული ყველა ლეგალური ინსტრუმენტი, რომ ნებისმიერი მოწმის მიმართ, იქნება ის სრულწლოვანი თუ არასრულწლოვანი, რომელიც ცრუ ჩვენებას იძლევა, გამოყენებული იქნას შესაბამისი სამართლებრივი ზომები“,-განაცხადა სერგი კაპანაძემ.
მოწმე ნიკოლოზ იორდანიშვილის გამოკითხვა პარლამენტში ორ საათზე მეტ ხანს გაგრძელდა, თუმცა მასდეპუტატების კითხვებზე კონკრეტული პასუხები არ გაუცია.
მასალის გამოყენების პირობები






