1995 წელს, თავისი „ვაჟკაცობის“ დასამტკიცებლად ერთ-ერთი ჯარისკაცი ლომის გალიაში შევიდა და მარჯანის მეწყვილეს, დედალ ლომს ხელით შეეხო. მშიერი მარჯანი მას თავს დაესხა და მოკლა. რამდენიმე დღეში ამ ჯარისკაცის ძმამ ლომს სახეში ხელყუმბარა ესროლა, რის შედეგადაც ლომმა დაკარგა თვალები, სმენა და ყბის ნაწილი.
1996 წელს ქაბულზე კონტროლი თალიბანმა აიღო, რომელმაც ზოოპარკი საერთოდ უყურადღებოდ მიაგდო. ზოოპარკის თანამშრომლები ხელფასის გარეშე მაინც ზრუნავდნენ ცხოველების გამოკვებაზე, მიუხედავად ამისა ცხოველთა ნაწილი შიმშილით დაიხოცა, ნაწილი კი მშიერი ადამიანების მსხვერპლი გახდა.
1998 წელს, მხოლოდ 19 ცხოველი იყო ცოცხლად დარჩენილი, მათ შორის 2 ლომი. 26 წლის წინ კი ამ ზოოპარკში ცხოველების რაოდენობა 417 იყო.
2001 წელს ამერიკელების მიერ ქალაქის აღდგენის შემდეგ, მსოფლიომ მარჯანის ამბავი შეიტყო და მხოლოდ მაშინ შეძლო სამედიცინო დახმარების მიღება. 2002 წელს მარჯანი მოკვდა. ის ქაბულის ტანჯვის სიმბოლო გახდა, ზოოპარკში კი მისი მემორიალიც დადგეს.
მასალის გამოყენების პირობები






