"სინანულის გრძნობა არ გაწუხებთ? იმაზე მიპასუხეთ რასაც გეკითხებით ან გაჩუმდით, რომ ახალი ტყუილი არ თქვათ"- დეპუტატები მოზარდების მკვლელობის მოწმეს (ვიდეო)
პოლიტიკა - 12:50, 18 Jul, 2018     6455
ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე პარლამენტში შექმნილი საგამოძიებო კომისიის ფარგლებში გამოკითხვაზე მყოფმა ავტომობილის მძღოლმა ნიკოლოზ იორდანაშვილმა დეპუტატ სალომე ზურაბიშვილის შეკითხვას უპასუხა, რომელიც დაინტერესდა დაუსვა თუ არა იორდანაშვილმა საკუთარ თავს კითხვა შეიძლებოდა ავტომობილიდან გადასულიყო და დროზე ეშველა დავით სარალიძისა და ლევან დადუნაშვილისთვის.

"ეს კითხვა არ გაწუხებთ?"- მიმართა ზურაბიშვილმა მოწმეს, რაზეც იორდანაშვილმა უპასუხა, რომ "რაც გაიგო, მომხდარი "დღემდე აწუხებს".

"არ ვიცი რა შეიძლება გამეკეთებინა"- უპასუხა მოწმემ დეპუტატის შეკითხვას.

ნიკოლოზ იორდანაშვილს დეპუტატმა ხათუნა გოგორიშვილმაც მიმართა. "ევროპული საქართველოს" წევრმა მოწმის განცხადება გაიხსენა, რომ მისი მეუღლე "ანას აწყნარებდა, რომელსაც ისტერიკა ჰქონდა".

"ანუ მეორე სართულზე მყოფისთვის ეს ფაქტი, რომელიც ეზოში ხდებოდა იმდენად მძიმე იყო, რომ ისტერიკა სშირდა, თქვენ ერთ მეტრში უყურებდით და არანაირი რეაქცია არ გქონიათ... შეეპასუხეთ თქვენს ცოლს, რომ იქარაფერი ხდებოდა და ამ ქალს რატომ ჰქონდა ისტერიკა? - ხომ ერთ მეტრში იყავით!"- აღნიშნა გოგორიშვილმა, რაცზეც იორდანაშვილმა თქვა, რომ "არა,ისტერიკა მე რომ ავედი უკვე ისე იყვნენ... ის იმ მომენტში იყო ისტერიკაში".

მოწმის დამბეულმა პასუხმა გოგორიშვილის გღიზიანება გამოიწვია:

"ბატონო ნიკოლოზ, თქვენ მეხსიერების პრობლემის დანახება გინდათ თუ სპეციალურად აკეთებთ? შეკითხვას უყურებდა თუ არა თქვენი ცოლი აივნიდან ცხუბს, თქვით რომ არა, რადგან ანას სჭირდა ისტერიკა და აწყნარებდა... ასე რომ მერეს ნუ დაიწყებთ, ან იმაზე მიპასუხეთ რასაც გეკითხებით ან გაჩუმდით, რომ კიდევ ახალი ტყუილი არ თქვათ"- აღნიშნა გოგორიშვილმა.

გოგორიშვილის თქმით, მოწმემ ურთიერთგამომრიცხავი ჩვენები მისცა.

„ტყუილს ამბობთ, რაც აქ ზიხართ ბატონო ნიკოლოზ. ტყუილს, ერთი მარტივი მიზეზის გამო შემიძლია გითხრათ, რომ ამბობთ. პირველი, რომ ძალიან ბევრ რაღაცაზე ამბობთ, რომ არ მახსოვს, მაგრამ იმავდროულად, გახსოვთ, რომ ეს იყო 18 დეკემბერი, ნიკოლოზობა თენდებოდა, ვის ოფისში მიდიოდით. ადამიანს მეხსიერება ან აქვს, დეტალური, ან არ აქვს. არ შეიძლება, რომ რაღაცებზე ქონდეს, რაღაცებზე არ ქონდეს... კიდევ ერთი ტყუილი, რომელიც ახლავე შემიძლია დაგიფიქსიროთ. თქვენ თავიდან იძახდით, მანქანაში რომ იჯექით, არაფერი გაგიგიათ, არანაირი ხმაური, და მერე გვეუბნებით, რომ 112-ში იმიტომ არ დარეკეთ, რომ წივილ-კივილი უკვე ატეხილი იყო მეზობლების,“ - მიმართა ხათუნა გოგორიშვილმა.







მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42