„ისინი დაკითხეს 20 დღის წინ, ამ დროის განმავლობაში ინფორმაცია გარეთ არ გამოსულა. ამას მალავდა პროკურატურა, ვერც ჟურნალისტებმა შეიტყვეს და მოულოდნელად ოფიციალური განცხადება კეთდება პროკურატურის მხრიდან. ანუ არის პირდაპირი დავალება, ან პარტიიდან, ან ივანიშვილიდან, რომ ეს საკითხი ყოფილიყო გამჟღავნებული და მათზე განხორციელებულიყო საზოგადოებრივი თუ სხვა სახის წნეხი. მთავრი საკითხი აქ არის ის, რომ არავის ეპატიება ოდნავადაც კი ურჩობა. კვირიკაშვილის მიერ კარების მოჯახუნება იყო ცუდი სიგნალი სხვებისთვისაც, თურმე მეფე შიშველია და მეფისთვისაც შესაძლებელია პატარა ალიყურის შემორტყმა, ამიტომ ეს პროცესი რომ არ გაღრმავდეს, მათ ზომები მიიღეს, ეს არის საჩვენებელი პროცესი, არავის დააკავებენ, არასდროს ამ ხელისუფლებაში კორუფცია არ იქნება გამოძიებული, ეს თითის დაქნევაა არა მარტო მათთვის, არამედ სხვებისთვისაც, რომ მეორეჯერ არ გაბედონ დამოუკიდებლობის გამოვლენა,“- განაცხადა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, რომან გოცირიძემ.
გუშინ გახდა ცნობილი, რომ დიმიტრი ქუმსიშვილი და ზურაბ ალავიძე დაახლოებით 20 დღის წინ მთავარ პროკურატურაში გამოკითხვაზე იმყოფებოდნენ.
მასალის გამოყენების პირობები






