"ეს არის არასწორი. გასათვალისწინებელია მარტივი დემოკრატიული პრინციპები - როდესაც კონკრეტული პოლიტიკური პარტია 2/3-ით წარმოდგენილია კონკრეტულ წარმომადგენლობით ორგანოში, ამ შემთხვევაში უმაღლეს საბჭოში, პრეზიდენტს მარტივად ევალებოდა, წარმოედგინა ამ პარტიის მიერ დასახელებული თავმჯდომარეობის კანდიდატი. პრეზიდენტმა უნდა იმოქმედოს კონსტიტუციის შესაბამისად და მან კომენტარებიც უნდა გააკეთოს კონსტიტუციის შესაბამისად. არასწორია საზოგადოების შეცდომაში შეყვანა, მით უმეტეს პრეზიდენტის მხრიდან. პრეზიდენტს არავინ შეურჩევია. მარტივად აისახა აჭარის მოსახლეობის პოლიტიკური ნება იმ გადაწყვეტილებაში, რომელიც ფორმალურად უნდა მიეღო მარგველაშვილს, პრეზიდენტმა პატივი არ სცა აჭარის მოსახლეობის ნებას, როდესაც დაიბრალა მთავრობის თავმჯდომარის შერჩევა", - განაცხადა კობახიძემ.
გიორგი მარგველაშვილმა გუშინ გამართულ პრესკონფერენციაზე აჭარის მთავრობის ხემძღვანელის კანდიდატად თორნიკე რიჟვაძე დაასახელა.
მასალის გამოყენების პირობები






