კადეტთა სამხედრო ლიცეუმში „რობოტექნიკის“ ბანაკი გაიხსნა
პოლიტიკა - 12:41, 18 Jul, 2018     531

გენერალ გიორგი კვინიტაძის სახელობის კადეტთა სამხედრო ლიცეუმში „რობოტექნიკის“ ბანაკი გაიხსნა. ღონისძიებას საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილე ნუკრი გელაშვილი, გენერალური შტაბის უფროსის მოადგილე, ბრიგადის გენერალი შალვა ჯაბახიძე, ასევე ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრის უფროსი გიგა გაბელაია დაესწრნენ.

„რობოტექნიკის“ ბანაკი ბავშვების თვითშემოქმედებით გაიხსნა. მოსწავლეებმა სტუმრებს სხვადასხვა მუსიკალური ნომერი, ფლეშმობი და პერფომანსი წარუდგინეს. ახალგაზრდებს თავდაცვის მინისტრის მოადგილემ ნუკრი გელაშვილმა, ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრის უფროსმა გიგა გაბელაიამ და გიორგი კვინიტაძის სახელობის კადეტთა სამხედრო ლიცეუმის ხელმძღვანელმა პოლკოვნიკმა შალვა ძინძიბაძემ მიმართეს. მათ ბანაკების მნიშვნელობასა და ახალგაზრდა თაობაში პატრიოტული სულისკვეთების ამაღლებაზე გაამახვილეს ყურადღება. „რობოტექნიკის“ ბანაკის გახსნის ცერემონიალი საქართველოს სახელმწიფო ჰიმნის ფონზე დროშის აღმართვითა და ფოიერვერკების გასროლით დასრულდა.

,,რობოტექნიკის“ ბანაკი 19 აგვისტოს ჩათვლით მოსწავლეთა 5 ნაკადს უმასპინძლებს. თითოეულ ნაკადში 290-მდე მოსწავლე იქნება. მათთვის ერთი კვირის განმავლობაში საინტერესო, მრავალფეროვანი, შემეცნებითი და გასართობი აქტივობებია გაწერილი. ერთი დღე კი, სამხედრო თემას დაეთმობა.

კადეტთა სამხედრო ლიცეუმის პირადი შემადგენლობის დახმარებით მოსწავლეებს ელექტრონიკის, რობოტექნიკისა და სამხედროს გაკვეთილები ჩაუტარდებათ. სწავლებისას გამოყენებული იქნება მეთოდი - ,,სწავლა კეთებით“. ბავშვები თავად მიიღებენ მონაწილეობას სხვადასხვა ელექტროდეტალების შექმნაში.

„მომავლის ბანაკს“ ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრი საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მხარდაჭერით ახორციელებს. პროექტის უწყებათშორის კოორდინაციას ეროვნული გვარდია ახორციელებას.

პროგრამის მიზანია უზრუნველყოს საქართველოში მცხოვრები ახალგაზრდების აქტიური დასვენება, მათი მონაწილეობა სხვადასხვა სახის კულტურულ-საგანმანათლებლო და გასართობ-შემეცნებით ღონისძიებაში, მისცეს არაფორმალური განათლების მიღების შესაძლებლობა, ხელი შეუწყოს მათი ფიზიკური, სულიერი და ინტელექტუალური პოტენციალის ამაღლებას, სოციალური ინტეგრაციასა და ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42