"კვალის დაფარვა ხდება"- მეშახტეები "საქნახშირის" ხელმძღვანელობის ბრძანების შესრულებას არ აპირებს და მათ გადადგომას ითხოვს
პოლიტიკა - 11:57, 18 Jul, 2018     843
მეშახტეები ტყიბულის შახტის ადმინისტრაციის მოთხოვნის შესრულებას არ აპირებენ. მეშახტეებმა დღეს კომპანიის ხელმძღვანელებისგან მიიღეს წერილი, სადაც წერია, რომ მათ შახტში სარემონტო სამუშაოები უნდა ჩაატარონ, ორ კვირაში კი ქვანახშირის მოპოვებაც დაიწყონ.

„ხალხს დღეს ადმინისტრაცია მოუწოდებდა შახტაში წასვლაზე ხალხი. გადმოგვცეს დოკუმენტი,სადაც შს სამინისტროდანაა გამოგზავნილი, სადაც ნათქვამია, რომ შეიძლება სარემონტო სამუშაოები გააგრძელონ შახტაში. რაზეც ხალხი უარს აცხადებს. ველოდებით მიცვალებულების დაკრძალვას და ამის შემდეგ ვისმჯელებთ რა მოხდება მომავალში“-ამბობს მეშახტე.

მუშები ვარაუდობენ, რომ შახტის ხელმძღვანელობა კვალის დაფარვას ცდილობს.

„წარმოგვიდგინეს დოკუმენტი, რომ გაგვეგრძელებინა დღეიდან მუშაობა, 17 რიცხვის ბრძანებაა. სამხარეო პოლიციის დასკვნა მოიტანეს, რომ უფლებას აძლევს შევიდნენ სამუშაო ადგილებზე. ფარატინა ქაღალდია. თავმოყვარეობაც არ აქვთ, რომ ბიჭები არ დასაფლავებულან იქ სისხლია და ჩვენ გვამუშავებენ.

ვიცი რაც ხდება, ბავშვმაც იცის, როცა ჩამოვლენ ექსპერტები. თუ მართლა მოდიან ექსპერტები უცხო ქვეყნიდან დაახვედრებენ ყველაფერს, რომ აქ თითქოს არაფერი არ შეიძლება მოხდეს", -ამბობს მეშახტე.

​კიდევ ერთი მუშა აღნიშნავს, რომ საქნახშირის ხელმძღვანელობამ უნდა დატოვოს თანამდებობა.

„ხალხს ეჭვი აქვს ან კვალის დაფარვა ხდება ან რაღაცა უნდათ, ვერ გავიგეთ. წინა აფეთქების დროს ჩამოიყვანეს უკრაინიდან დამკვირვებლები. ხალხი გაოგნებული გამოვიდა, რა აზრი ჰქონდა ჩვენს ჩამოყვანას, როცა კვალი დაფარული იყო, პერემიჩკები იყო გაკეთებული. კიდევ არ დაისჯება ვინმე, სკამები, რომელზეც სხედან სისხლით არის მოსვრილი, სირცხვილია უკვე. სისხლი დაალპობს მათ ფეხებს. ხო უნდა მიხვდნენ, რომ ან წავიდნენ, ან ჩვენ დაგვანებონ თავი. 1400 კაცის მოთხოვნაა, რომ ნუღა დაგვხოცავენ“ -ამბობს მეშახტე.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42