„ქვეყანა არის გადასარჩენი“ - ოპოზიციური პარტიის ლიდერები გრიგოლ ვაშაძის კანდიდატურას აფასებენ
პოლიტიკა - 11:48, 18 Jul, 2018     802

10-მა ოპოზიციურმა პარტიამ გუშინ ქუთაისში, ბაგრატის ტაძრის ეზოში საერთო საპრეზიდენტო კანდიდატი წარადგინა. გრიგოლ ვაშაძემ წარდგენის შემდეგ იმ გეგმებსა და პროგრამაზე ისაუბრა, რომლებსაც არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში განახორციელებს.

„ემსახურე საქართველოს“ ლიდერი მურმან დუმბაძე აცხადებს, რომ ქვეყანას გადარჩენა სჭირდება და ამის შანსი არსებობს:

„ქვეყანა არის გადასარჩენი, სიღარიბეა არის გასაჩერებელი, ქვეყნის დამტოვებელთა რიცხვი დღითიდღე იზრდება, ეკონომიკურად მოსახლეობას უკიდურესად უჭირს, ასე რომ არსებობს შანსი იმისა, რომ ქვეყანა გადარჩეს“, - აღნიშნა მურმან დუმბაძემ.

„სახელმწიფო ხალხისთვის“ ლიდერი ნიკა მაჭუტაძე აცხადებს, რომ ქვეყანამ არჩევნების საშუალებით დემოკრატიული უფლებებისა და თავისუფლებების დაბრუნება უნდა შეძლოს:

„ამ არჩევნებზე ჩვენ ან დავიბრუნებთ, დავიბრუნებთ აი ამ უმაღლეს პოლიტიკურ, ნაციონალურ, საზოგადოებრივ, დემოკრატიულ უფლებებს და თავისუფლებებს, ან ნამდვილად დავიღუპებით“, - აღნიშნა ნიკა მაჭუტაძემ.

„ქრისტიან-კოსნერვატიული პარტიის“ ლიდერის შოთა მალაშხიას განცხადებით, ძირფესვიანად უნდა შეიცვალოს ის, რაც საქართველოში ხდება:

„ძირფესვიანად უნდა შეიცვალოს ის რაც ხდება საქართველოში, ეს არის ბრძოლა სახელმწიფოებრიობისთვის, იმიტომ, რომ ივანიშვილმა დაანგრია, მოსპო სახელმწიფო, გაზპრომის მონად გაგვხადა, ამას ყველაფერს სჭირდება გამოსწორება“, - აღნიშნა შოთა მალაშხიამ.

„საქართველო ლიდერთა შორის“ მამუკა გამყრელიძე აღნიშნავს, რომ ოპოზიციის გაერთიანება იძლევა იმის საშუალებას, რომ მოხდეს ერის კონსოლიდაცია:

„ეს გაერთიანება იძლევა იმის საშუალებას, რომ მოხდეს ერის კონსოლიდაცია და მართლაც ამ შესანიშნავ და ძალიან საინტერესო კანდიდატს დაუჭირონ მხარი“, - განაცხადა მამუკა გამყრელიძემ.

„სამოქალაქო ალიანსითავისუფლებისთვის“ ლიდერი ზურაბ ხარატიშვილი აღნიშნავს, რომ სიტუაცია თუ არ შეიცვალა, შესაძლოა სახელმწიფოებრიობა საერთოდ დაიკარგოს:

„სიტუაცია თუ არ შევცვალეთ და ქვეყანა ჩიხიდან არ გამოვიყვანეთ, ჩვენ შეიძლება დავდგეთ იმ რეალობის წინაშე, როცა ჩვენ სახელმწიფოებრიობა საერთოდ დავკარგოთ, დავკარგოთ ის, რაც ჩვენმა თაობებმა სისხლითა და ოფლით დღემდე მოიტანეს“, - განაცხადა ზურაბ ხარატიშვილმა.

„ახალი საქართველოსთვის“ ლიდერი ნიკოლოზ ვაშაკიძე აცხადებს, რომ არსებობს გამარჯვებისთვის ყველა წინაპირობა:

„კნდიდატიც ძლიერი გვყავს, სტრატეგიას და პროგრამას გაეცნობა ქართველი ამომრჩეველი, ძალიან შინაარსიანი და საინტერესო. ამიტომ, ყველა წინაპირობაა გამაჯვების“, - აღნიშნა ნიკოლოზ ვაშაკიძემ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42