“დღეს მე აქ ვარ არა იმიტომ, რომ მე მესროლეს, არამედ იმიტომ, რომ ესროლეს საქართველოს იმედს“ - პაატა ბურჭულაძემ გრიგოლ ვაშაძე წარადგინა
პოლიტიკა - 21:40, 17 Jul, 2018     2744

ქუთაისში სამოქალაქო მოძრაობის “ძალა ერთობაშია” საპრეზიდენტო კანდიდატი გრიგოლ ვაშაძე პაატა ბურჭულაძემ წარადგინა. ბურჭულაძე ალიანსში შემავალი ერთ-ერთი პარტიის – “სახელმწიფო ხალხისთვის” -დამფუძნებელია.

“დღეს მე აქ ვარ არა იმიტომ, რომ მე მესროლეს, არამედ იმიტომ, რომ ესროლეს საქართველოს იმედს. ესროლეს საქართველოს რეპუტაციას. ესროლეს ადამიანის უფლებებს. ესროლეს ქართულ სახელმწიფოებრიობას.

დღეს აღარავინ არის დაცული უსამართლობისაგან, ცილისწამებისაგან, დევნისაგან. დღეს უკიდურესმა გაჭირვებამ შელახა ქართველი კაცის ღირსება. დღეს ყველაფრის მკადრებელი არის წახალისებული.

სულ ახლახანს ჩვენ კიდევ ერთხელ შეგვზარა ტყიბულში მომხდარმა ტრაგედიამ და იქ ადამიანების დაღუპვამ. დღეს არც ადამიანის უსაფრთხოებაა დაცული. ჩვენი ქვეყანა, ჩვენი საზოგადოება დადგა უდიდესი საფრთხის წინაშე: ან შევინარჩუნებთ ან სამუდამოდ დავკარგავთ ჩვენს სახელმწიფოს.

მე აღარასოდეს მოვალ პოლიტიკაში, მაგრამ გპირდებით, რომ ვიქნები საზოგადოების აქტიური წევრი და ვიბრძოლებ უსამართლობის წინააღმდეგ. ვიბრძოლებთ თითოეული თქვენგანის უფლებებისათვის. მე ამას გპირდებით სულ ყველას”, - განაცხადა ბურჭულაძემ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42