„იმედი გვაქვს, რომ ერთად დავამთავრებთ ქართველების გენოციდს“ - გრიგოლ ვაშაძე
პოლიტიკა - 22:04, 17 Jul, 2018     2312

10-მა ოპოზიციურმა პარტიამ საერთო საპრეზიდენტო კანდიდატი, გრიგოლ ვაშაძე წარადგინა. ვაშაძემ ტრიბუნიდან იმ გეგმებსა და პროგრამაზე ისაუბრა, რითიც არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში იხელმძღვანელებს:

„უპირველეს ყოვლისა მინდა ჩემი სამძიმარი შევუერთო თქვენს გულისტკივილს, ტყიბულის გულისტკივილს და გულწრფელი მწუხარება გამოვხატო 4 დაღუპული მაღაროელის გამო, აღარ გათავდა საქართველოში ეს უბედურება, მაგრამ იმედი გვაქვს, რომ ერთად დავამთავრებთ ქართველების გენოციდს.

დავარღვევ ქართულ პოლიტიკაში არსებულ ტრადიციას, გრძნობების იმიტაციის და ყვირილით არ დაგღლით, თვენ დამასახელეთ პრეზიდენტობის კანდიდატად და უღმესი მადლობა ამ პატივისთვის,. თქვენტან ვარ ჩვენი ეროვნული მიზნების მირწევამდე. ჩვენი მთავარი ეროვნული მზიანი იყო, არის და იქნება განვაახლოთ სახელმწიფოს მსვლელობა სწრაფი ეკონომიკური განვითარების გზით, ნამდვილი პროგრესის, რეალური თანასწორობი და სამართლიანობის გზით.

ამ გზით მსვლელობის გარეშე სრულიად წარმოუდგენელია ქართული სახელმწიფოს და ჩვენი საზოგადოების სრულფასოვან დემოკრატიად გადაქცევა, წარმოუდგენელია თავიდან ავიცილოთ ხელისუფლების უზურპაციის მორიგი მცდელობა.

წარმოუდგენელია საქართველოს მოქალაქის ფეხზე დადგომა, რომელიც თავისი განათლებით და კერძო საკუთრებით, სახელმწიფოს საყრდენად უნდა დაუდგეს, საერთოდ წარმოუდგენელია ჩვენი სახელმწიფოს ღირსეული არსებობა.

საქართველო ან იმართება დემოკრატიულად ან საერთოდ არ იმართება. ეს გვაჩვენა დამოუკიდებლობის აღდგენიდან გასულმა 27-მა წელმა და ეს გაკვეთილი კარგად უნდა გავითავისოთ.

პირველი ნაბიჯი ეროვნული კონსესუსიკენ, პირველი ნაბიჯი ეროვნული თანხმობისკენ უკვე გადადგმულია სამოქალაქო მოძრაობის შექმნით, რომლის ლიდერებიც აქ გახლავთ და დარწმუნებული ვარ ეს ხალხი რომელიც უმწიკვლოდ ემსახურა სახელმწიფოს უმრავლესობა ყოველთვის იყო საჯარო სამსახურში, პოლიტიკაში უმრავლესობას თითქმის მონაწილეობა არ მიუღია, ეს ადამიანები ბევრს შემატებენ ჩვენს მტავარს აქმეს.

ჩვენს ეროვნულ მთავარ მიზანს ვერ მივაღწევთ, თუ უარს არ ვიტყვით ყალბ პოლიტიკურ კორექტურობაზე და ყველაფერზე არ დავიწყებთ გულახდილ საუბარს, მთავარ ეროვნულ მიზანს ვერ მივაღწევთ, თუ გვექნება შიში არასტანდარტული ნაბიჯების, თუ ისევ უმოქმედობაში ვიქნებით, ყველამ ვიცით ვინ ახრჩობდა ოპოზიციას თითქმის ექვსი წელი, მაგრამ ის, რომ ექვსი წელი გავატარეთ მოხრჩობილ მდგომარეობაში, ეს უკვე ჩვენი ბრალია. ჩვენი ბრალია, ჩვენი უნიციატივობის, ჩვენი ფობიების, ხალხთან გაწყვეტილი კავშირის გამო და რაც მთავარია, ერთმანეთის უნდობლობის გამო. ეს უნდა დამთავრდეს და დამთავრდება იმიტომ, რომ ძალა ერთობაშია“, - განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.








მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42