10-მა ოპოზიციურმა პარტიამ საერთო საპრეზიდენტო კანდიდატი წარადგინა და ეს კანდიდატი გრიგოლ ვაშაძე გახლავთ. სიტყვით გამოსვლისას თაკო ცარკვიანმა განაცხადა, რომ იგი სწორედ გრიგოლ ვაშაძეს აძლევს ხმას:
„მოგესალმებით ჩემო იმისტებო, ამისტებო, ძალიან კარგებო და მაგრებო, რომ გითხრათ, რომ არ ვღელავ მოგატყუებთ, ვღელავ, ბევრჯერ დამიწერია სტატია ამ ბაგრატის გამო, რატომ გაუკეთეთ მხოლოდ რესტავრაცია და რატომ არ გააკეთეთ რესტავრაცია-რეკონსტრუქცია, ახლა ეს ბაგრატი დგას ძალიან ლამაზად, მაგრამ საყდრისი აღარ არის, ააფეთქეს, ააფეთქა იმ ხელისუფლებამ, რომელსაც ხმა მივეცი, პარტიული არჩევნები რომ იყოს მე აქ არ ვიდგებოდი, ეს არის ინდივიდუალური პიროვნების არჩევა, ძალიან საინტერესო კანდიდატია, ვინ უნდა მოსულიყო ჩემს სახლში, რომ მე ამაზე თანხმობა მეთქვა, მე არ ვარ არც ერთი პარტიის წევრი, მაგრამ მაწუხებს ერთი რამ, ეს არის დასავლეთის კურსი, ამისთვის რაღაც არის გასაკეთებელი, არავითარი ემოციური გადაწყვეტილება არ მიმიღია, დიახ, ეს ინსტიტუიცია როგორმე უნდა ჩაიგდოს ხელში ოპოზიცურმა ძალამ, ზოგიერთი გვეუბნება, რომ ამას დიდი ძალა არ აქვს, სულ ცოტა ის ძალა აქვს, რომ ის მუშაობს, რომელიც შეწყვეტილია დასავლეთის მიმართუილებით, რადარებიდან არის გასული, მე მეგონა, რომ ეს იყო უნიათო, ეს არის შეგნებული სტაგნაცია, თუ არ გინდა სადღაც შესვლა, არავინ შეგეხვეწება, მე პირადად ვნახე, აღარ არის ეს ხვეწნა, ტემპი, მუდარა, სწრაფად გვინდა, რაღაც საცოდაობა გვჭირს, ეს იყო ერთ-ერთი უპირატესი, სტაბილური კურსის მატარებელია, არის ზედმიწევნით გაწონასწორებული პიროვნება, გრიგოლ ვაშაძეს ზუსტად ის თვისებები აქვს, რის გამოც მე ვეწინააღმდეგბოდი ნაციონალურ მძრაობას და ვღელავდი, ეს ინსტიტუცია როგორმე უნდა მოხვდეს ოპოზიციის ხელში და ისეთი ადამიანის ხელში, რომლის ოჯახშიც კიაფობს საოცარი ბრილიანტი, რომელმაც შრომის ფასი იცის. ეს გადაწყვეტილება იმიტომ მივიღე, რომ მე ყოველთვის ვდგავარ იქ სადაც ვდაგავარ, ახლაც შვილმკვდარი მამის გამო ვდგევარ აქ, მე მურუსიძის გამო ქუჩაში ვიყავი, დღეს სარალიძე იდგა პროკურატურასთან და ამბობდა, რომ თავს დავიწვავ, რა 100 ქარხანა, ვიღაცისგან მესმის, რომ პრემიერის ერთმა გუნდმა მოიპარა შვიდასი მილიონი, საქმე გამოძიებული არ არის, მეორე პრემიერმა წაიღო ასი მილიონი, 6 წლის განმავლობაში 60-მა მილიარდმა გაიარა ამათ ხელში, გამათხოვრებულია ხალხი, მე რუსული ორიენტირის კანდიდატს ხმას ვერასდროს მივცემ. მე ასე მასწავლეს, რომ ქვეყანა ფონს უნდა გავიდეს, დღეს არ არის პარტიული არჩევნები, დღეს არის საპრეზიდენტო არჩევნები და მე ვაძლევ ხმას უბრწყინვალეს პიროვნებას, უმაღლესი რანგის დიპლომატს გრიგოლ ვაშაძეს. ახლა ის დროა, რომ გადავდოთ და ძალიან პრაგმატულად შევხედოთ ყველამ, იმდენია გადაპორტირებული „ქართულ ოცნებაში“, ამ ნაციონალურ მოძრაობაში ბევრი აღმშენებლობა იყო, უდიდესი შეცდომები იყო, მაგრამ მას შემდეგ გაკეთებული მე არაფერი მინახავს, ნორმალური ხელისუფლება კარგ, ძლიერ ოპოზიციას უნდა იგონებდეს.
ნაციონალური მოძრაობის დროს ბატონი ვაშაძე გახლდათ კულტურის მინისტრი, ხოშტარიამ, მეცენატმა გადასცა მწერალთა სახლი მწერლებს, ეს სახლი წაართვეს მწერლებს, ამას მოჰყვა დიდი განაწყენება, 15 წუთში გრიგოლ ვაშაძემ მიიღო აბსულუტურად ინდივიდუალური გადაწყვეტილება, ეს არის ის კანდიდატურა რომელიც ასეთ უმნიშვნელოვანეს გადაწყვეტილებებს იღებს და არც არავის დაუშლია მისთვის ამ გადაწყვეტილების მიღება, მე მგონია, რომ ნებაყოფლობითი მონები არსებობენ და შემდეგ ეს ხელმძღვანელობას ბრალდება, რაც არის დღეს აქ კარგია, ემ ვხედავ გაერთიანებულ სახეებს და გადაწყვიტეს და მიხვდნენ, რომ ეს ინსტიტუცია როგორმე უნდა ჩავაბაროთ გამოცდილ დიპლომატს,. გრიგოლ ვაშაძემ რუსეთის მოქალაქეობა ომის შემდეგ დათმო“, - განაცხადა თაკო ჩარკვიანმა.
მასალის გამოყენების პირობები






