„მსჯელობაში ამოსავალი უნდა იყოს ადამიანი, ის ადამიანები, რომლებიც დღეს დასაქმებულნი არიან ტყიბულში“ - ირაკლი კობახიძე
პოლიტიკა - 21:12, 17 Jul, 2018     772

„საჭირო მსჯელობა იმასთან დაკავშირებით, თუ რა არის საუკეთესო გამოსავალი პირველ რიგში იმ ადამიანებისთვის, რომლებიც მუშაობენ ამ მაღაროებში. ეს არის მთავარი ამოსავალი წერტილი. ამოსავალი ამ მსჯელობაში უნდა იყოს ადამიანი",- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ მინდელის სახელობის შახტის დახურვის გადაწყვეტილებისა და დასაქმებულთა ხელფასის ანაზღაურების შესახებ საუბრისას განაცხადა.

„ეს არის ურთულესი საკითხი. დღესაც, ცალსახად იმის თქმა, რომ რაღაც უნდა დაიხუროს მუდმივად ან რაიმე, ამის თქმა არის შეუძლებელი. ეს არის შრომის უსაფრთხოების საკითხი, ეს არის, ზოგადად, დასაქმების საკითხი, ეს არის სოციალური საკითხი. აქედან გამომდინარე, ერთი ხელის მოსმით ეს საკითხი, ბუნებრივია, ვერ გადაწყდება. არის საჭირო მსჯელობა იმასთან დაკავშირებით, თუ რა არის საუკეთესო გამოსავალი პირველ რიგში იმ ადამიანებისთვის, რომლებიც მუშაობენ ამ მაღაროებში. ეს არის მთავარი ამოსავალი წერტილი. ამოსავალი ამ მსჯელობაში უნდა იყოს ადამიანი, უნდა იყვნენ ის მშრომელები, რომლებიც არიან დასაქმებულნი დღეს ტყიბულში და თუ ამ სულისკვეთებით ვიმოქმედებთ, მე დარწმუნებული ვარ, რომ სწორ დასკვნებს გამოვიტანთ ამ პროცესში",- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

რაც შეეხება შახტების ხელისუფლების დაქვემდებარებაში გადასვლის საკითხს, პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ ეს კომპლექსური საკითხია. მისი განმარტებით, გასათვალისწინებელია ყველა ფაქტორი, რის საფუძველზეც უნდა იქნას მიღებული ისეთი გადაწყვეტილება, რომელიც ყველაზე მეტად წაადგება იქ დასაქმებულთა ინტერესებს.

„ეს არის კომპლექსური საკითხი. უნდა მოხდეს ამის ნაციონალიზაცია, არ უნდა მოხდეს, კომპენსირება უნდა მოხდეს - არ უნდა მოხდეს, ამას ყველაფერს სჭირდება შესწავლა, უნდა ვნახოთ მათ შორის რა არის სახელმწიფოს რესურსი ამ მიმართულებით და ამის მიხედვით უნდა გადავწყვიტოთ ეს საკითხი. კიდევ ერთხელ, უნდა გავითვალისწინოთ ყველა ფაქტორი, უნდა გავითვალისწინოთ უსაფრთხოების ფაქტორი, დასაქმების ფაქტორი, სოციალური ფაქტორი და ამ ყველა ფაქტორის კომპლექსური გაანალიზების საფუძველზე უნდა მივიღოთ გადაწყვეტილება, რომელიც ყველაზე მეტად წაადგება იქ მშრომელი, დასაქმებული ადამიანების ინტერესებს",- აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

ჟურნალისტებთან საუბრისას, ირაკლი კობახიძე გამოეხმაურა არასამთავრობო ორგანიზაციების მოთხოვნას საგამოძიებო კომისიის შექმნის შესახებ.

„ ჩვენ მზად ვართ განვიხილოთ ნებისმიერი საკითხი, თუ ეს არის საჭირო იმისათვის, რომ გამოძიებულ იქნას ის საქმე, რომელიც დაკავშირებულია ამ ტრაგედიასთან. ამაზეც ვიმსჯელებთ და ამას განვიხილავთ. ეს არის დამოკიდებული ჩვენს განხილვაზე",- განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42