პუტინმა უნდა იცოდეს, რომ საქართველოს ნატო-ში გაწევრიანება არა მასზე, არამედ ქართველ ხალხსა და ალიანსის პარტნიორებზეა დამოკიდებული - ბენ კარდინი
პოლიტიკა - 20:17, 17 Jul, 2018     1541

პუტინმა უნდა იცოდეს, რომ საქართველოს ნატო-ში გაწევრიანება დამოკიდებულია არა მასზე, არამედ ქართველ ხალხსა და ალიანსის პარტნიორებზე. როგორც 1tv იტყობინება, ამის შესახებ ამერიკელმა სენატორმა ბენ კარდინმა განაცხადა ​აშშ-ის სენატში, ევროპაში უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის კომისიის (ჰელსინკის კომისიის) სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას, სადაც საქართველოს ელჩი დავით ბაქრაძე რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციის შესახებ მოხსენებით უნდა წარდგეს.

„2008 წელს, როდესაც რუსეთი შეიჭრა საქართველოში, პუტინს ჰქონდა გათვლა, რომ ეს შერჩებოდა, საერთაშორისო საზოგადოებისგან რეაქცია იქნებოდა მინიმალური. მან ეს განიხილა, როგორც შესაძლებლობა, ჩაეშალა საქართველოს გაერთიანება ევროპასთან და ნატოს-თან. ეს პუტინს გამოუვიდა. მან შეძლო ეს პირველი ჩარევის დროს. ვფიქრობ, ეს უნდა გავაცნობიეროთ. ჩვენ ვიცით, რომ რუსეთის ჯარი უკვე წლებია, მოლდოვაშია, რამაც კიდევ უფრო გაართულა მოლდოვისთვის ნატო-ში გაწევრიანება“, – განაცხადა ბენ კარდინმა.

სენატორის განცხადებით, პუტინის მიზანს ევროპის ერთიანობაში განხეთქილების შეტანა და დემოკრატიული ინსტიტუტების ხელყოფა წარმოადგენს.

„ვიხილეთ შემდგომში, თუ რას აკეთებს პუტინი უკრაინაში ინტერვენციითა და ყირიმის ანექსიით. მისი გათვლა ასეთია – თუ ამის გაკეთების საშუალებას მომცემთ, ამას გავაკეთებ. მის მიზანს ევროპის ერთიანობაში განხეთქილების შეტანა და დემოკრატიული ინსტიტუტების ხელყოფა წარმოადგენს. ჩვენ უნდა ვისწავლო ისტორიის ეს გაკვეთილები.

მოხარული ვარ, რომ ნატო-ს სამიტმა დაადასტურა ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილება, რომ საქართველო გახდება ნატო-ს წევრი. ჩვენ გვინდა, პუტინმა იცოდეს, რომ ეს მასზე არ არის დამოკიდებული, ეს დამოკიდებულია ქართველ ხალხზე და ნატო-ს პარტნიორებზე“, – განაცხადა სენატორმა ბენ კარდინმა.


წყარო: 1tv





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42