საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა მინდელის შახტში მომხდარი შემთხვევის შემდეგ მისი დახურვის შესახებ მიღებულ გადაწყვეტილებაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ საქართველოს მოქალაქეებს არ უნდა ჰქონდეთ არჩევანი ან შიმშილით დაიხოცონ შახტის გარეთ ან სიცოცხლის რისკის ფასად ჩავიდნენ შახტში:
„საქართველოს მოქალაქეებს არ უნდა ჰქონდეთ არჩევანი, ან შიმშილით დავიხოცოთ შახტის გარეთ, ან სიცოცხლის რისკის ფასად ჩავიდეთ შახტში. რა თქმა უნდა, სიცოცხლის უფლება უნდა იყოს გარანტირებული.
ამასთან მიმართებით, არაერთი ექსპერტიზა იყო და გამოსავალი უნდა იყოს მოძიებული აღმასრულებელი ხელისუფლების მხრიდან. თუ არის შესაძლებელი იმისა, რომ სახელმწიფომ გაუძღვეს ამ მიმართულებით და გადაწყვიტოს ეს პრობლემა, შეიძლება ერთი ვარიანტის განხილვაც და მეორე ვარიანტისაც.
როდესაც ისევ ბიზნესი სახელმწიფო და მეშახტეები ალაგებენ, ასე ვთქვათ, ამ პრობლემას, მაგრამ ამოსავალი არის, რომ ჩვენ უნდა ვიმოქმედოთ მეშახტეთა ინტერესებიდან გამომდინარე. მოკვდი შიმშილით შახტის გარეთ, ან შედი სიცოცხლის რისკის ფასად შახტში, არის კატასტროფული ალტერნატივა და ტრაგედიაა, რომ ჩვენ ამ ალტერნატივის სისხლიან შედეგებს ვხედავთ“, – განაცხადა პრეზიდენტმა.
მასალის გამოყენების პირობები






