ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების ყოფილი მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი და რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ზურაბ ალავიძე მთავარ პროკურატურაში გამოკითხეს. აღნიშნულს საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გია ვოლსკი ეხმაურება:
„ყველაფერი ჩვენს ცხოვრებაში მოულოდნელია, დიდი სიამოვნება იმაში არ არის, რომ გამოკითხვაზე იმყოფებოდნენ ყოფილი თანამდებობის პირები, მაგრამ ეს არის ის უწყებები, რომლებიც ბიუჯეტის ძალიან დიდ და მნიშვნელოვან ნაწილს განაგებდნენ. ვინც არ უნდა იყოს, ყოფილი თუ ახლანდელი თანამდებობის პირები, მოქალაქეები, ვინც გინდა, რა საკითხზეც არ უნდა იყოს გამოკითხვა, შეკითხვები არის ლეგიტიმური და უნდა გასცენ სრული პასუხები ერთმაც და მეორემაც, როგორ განვითარდება არავინ იცის და წინასწარ ხაზის გადასმაც არ მიმაჩნია სწორი, თუ ამის დასტური არ არსებობს, რომ რაიმე დარღვევას აქვს ადგილი, ვისი გუნდის წევრიც არ უნდა იყოს, ლაპარაკი არ უნდა იყოს პასუხისმგებლობაზე“, - განაცხადა გია ვოლსკიმ.
მასალის გამოყენების პირობები






