გიორგი ჩერქეზიშვილმა იტალიის ბიზნეს-წრეების წარმომადგენლებს საქართველოს საინვესტიციო შესაძლებლობები გააცნო
პოლიტიკა - 18:18, 17 Jul, 2018     492

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ გიორგი ჩერქეზიშვილმა მონაწილეობა მიიღო საქართველო - იტალიის ბიზნეს ფორუმში, რომელიც იტალიის რესპუბლიკის პრეზიდენტის სერჯო მატარელას საქართველოში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში გაიმართა.

გიორგი ჩერქეზიშვილმა იტალიის ბიზნეს წრეების წარმომადგენლებს საქართველოს ეკონომიკური ტენდენციების, მიმდინარე და დაგეგმილი რეფორმებისა და ბიზნესის სტიმულირების სახელმწიფო პროგრამების შესახებ ვრცელი პრეზენტაცია გააკეთა. მისი თქმით, საქართველოს ეკონომიკურმა ზრდამ 2017 წელს 5 პროცენტს მიაღწია, ხოლო ბოლო წლების მაქსიმუმი 2018 წლის მაისში დაფიქსირდა და 7,5 პროცენტი შეადგინა, რაც შთამბეჭდავი მაჩვენებელია და პირდაპირ უკავშირდება მთავრობის ეკონომიკურ პოლიტიკას, უკვე განხორციელებულ და მიმდინარე რეფორმებს და იმ ეკონომიკურ გადაწყვეტილებებს, რომლებიც ზრდისა და განვითარებისკენაა მიმართული.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ ყურადღება გაამახვილა საქართველოს წარმატებულ პოზიციებზე საერთაშორისო ავტორიტეტულ რეიტინგებსა და სუვერენული სარეიტინგო სააგენტოების კვლევებში.

გიორგი ჩერქეზიშვილმა განსაკუთრებული აქცენტი გააკეთა მიმდინარე და დაგეგმილ რეფორმებზე, რომელთა მიზანსაც ეკონომიკის ზრდის დაჩქარებასთან ერთად, ქვეყნის ეკონომიკურ შესაძლებლობებზე ინკლუზიური ხელმისაწვდომობის ზრდა და სიღარიბის შემცირებისთვის მყარი ფუნდამენტის შექმნა წარმოადგენს. იტალიის ბიზნეს წრეების წარმომადგენლებისთვის ასევე საინტერესო აღმოჩნდა დეტალური ცნობები თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებების შესახებ, რომელიც საქართველოს სხვადასხვა ქვეყნებთან. მათ შორის, ევროკავშირსა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკასთან აქვს, აგრეთვე ლიბერალური საგადასახადო კანონმდებლობის შესახებ.

პრეზენტაცია ასევე მოიცავდა დეტალურ ინფორმაციას ბიზნეს სტიმულირების სახელმწიფო პროგრამების შესახებ. მასში ასევე ყურადღება იყო გამახვილებული საქართველოს სტრატეგიულ გეოგრაფიულ მდებარეობაზე, რომელიც საუკეთესო შესაძლებლობას იძლევა სატრანსპორტო-ლოგისტიკური სექტორის განვითარებისთვის.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42