რუსეთის ეკლესიის სინოდის გადაწყვეტილებამდე მსგავსი დადგენილება მიღებული აქვს საბერძნეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წმიდა სინოდს 2001 წლის 3 ივლისს, ამერიკის მართლმადიდებელი ეკლესიის წმიდა სინოდს 2015 წლის ოქტომბერში და კვიპროსის მართლმადიდებელი ეკლესიის წმიდა სინოდს 2018 წლის 6 თებერვალს.
რაც შეეხება საქართველოს მართმადიდებელ ეკლესიას 2000 წლის დეკემბერში საქართველოს ეკლესიის სინოდმა ამ საკითხზე იმსჯელა და გამოიტანა განჩინება, სადაც ხაზი გაესვა, რომ ყველა ადამიანს, - მათ შორის, ჩვილებს, - გარდა პირადი ცოდვებისა, აქვს ადამისმიერი, პირველქმნილი ცოდვა და რომ ამ ცოდვებისგან განწმენდისა და ნათლობის გარეშე შეუძლებელია სასუფევლის დამკვირდება, შესაბამისად, მოუნათლავად გარდაცვლილი და დედის მუცელში მოწყვეტილი ჩვილების საიქიო ხვედრი არ შეიძლება ცხონება იყოს. თუმცა სასულიერო პირთა ნაწილი არ გამორიცხავს მოუნათლავი ბავშვების ცხონების შესაძლებლობას, ამ მოსაზრებას კი კატეგორიულად ეწინააღმდეგება მართლმადიდებელ მშობელთა კავშირის დაკავშირებული მღვდლების ჯგუფი.
მასალის გამოყენების პირობები