„საპარტნიორო ფონდი“ და იტალიის სახელმწიფო ექსპორტის საკრედიტო სააგენტო SACE თანამშრომლობის ახალ ეტაპზე გადადიან
ბიზნესი & ეკონომიკა - 18:15, 17 Jul, 2018     1290

თბილისში გამართული საქართველო-იტალიის ბიზნეს-ფორუმის ფარგლებში, „საპარტნიორო ფონდის“ აღმასრულებელი დირექტორის მოადგილემ ნათია თურნავამ იტალიის სახელმწიფო ექსპორტის საკრედიტო სააგენტო SACE-ს აღმასრულებელ დირექტორთან ალესანდრო დეჩიოსთან საქმიანი შეხვედრა გამართა.

მხარეებმა თანამშრომლობის გაღრმავებისა და საქართველოსა და იტალიას შორის ინვესტიციების ხელშეწყობის კონკრეტულ ნაბიჯებზე იმსჯელეს. მათ ცალკეული ბიზნეს პროექტების შესახებ ისაუბრეს, მათ შორის, ენერგეტიკის, ლოჯისტიკის, სამაცივრე მეურნეობის, მანქანათმშენებლობის, ხილის, ბოსტნეულისა და თევზის გადამუშავების მიმართულებით. „საპარტნიორო ფონდისა“ და SACE-ს წარმომადგენლებმა შემოდგომისთვის სექტორული ბიზნეს-ფორუმი დაგეგმეს, რომელზეც დარგის ბიზნესებსა და პოტენციურ ინვესტორებს ერთობლივ ფინანსურ ინსტრუმენტებს შესთავაზებენ. მხარეებმა აღნიშნეს, რომ მათი თანამშრომლობა ორ ქვეყანას შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავებას შეუწყობს ხელს.

საქართველო-იტალიის ბიზნეს-ფორუმის ფორმატში გამართული სამუშაო შეხვედრა „საპარტნიორო ფონდსა“ და იტალიის სახელმწიფო ექსპორტის საკრედიტო სააგენტოს SACE-ს შორის გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში შედგა. ურთიერთთანამშრომლობის გაღრმავების შესახებ ხელმოწერილი ოფიციალური დოკუმენტის თანახმად, მხარეები ერთობლივად შერჩეული პროექტების განხორციელების გზით, ხელს შეუწყობენ ინვესტიციების მოზიდვასა და ექსპორტის ზრდას იტალიასა და საქართველოს შორის. ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში, „საპარტნიორო ფონდისა“ და SACE-ს პარტნიორობით, საქართველოში სენდვიჩ პანელების მწარმოებელი კომპანია „პანექსი“ მაღალტექნოლოგიური იტალიური დანადგარების მწარმოებელი SAIP-ის საწარმოო ხაზით აღიჭურვა. ასევე, იტალიის სახელმწიფო ექსპორტის საკრედიტო სააგენტო „საპარტნიორო ფონდს“ საქართველოს ექსპორტის ხელშეწყობისა და დაკრედიტების მიმართულებით უწევდა კონსულტაციებს.

იტალიის პრეზიდენტის სერჯო მატარელას საქართველოში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში გამართული ბიზნეს-ფორუმის განმავლობაში „საპარტნიორო ფონდსა“ და SACE-ს შორის საქმიან შეხვედრას „საპარტნიორო ფონდის“ ფინანსური დეპარტამენტის დირექტორი გიორგი ციმაკურიძე, რისკების მართვისა და ანალიტიკური სამსახურის უფროსი კონსტანტინე ჭანტურია და საინვესტიციო დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე ნინო ჩოლოყაშვილი ესწრებოდნენ. საერთაშორისო ბიზნეს-ფორუმში 30-მდე იტალიურმა და 120-ზე მეტმა ქართულმა კომპანიამ მიიღო მონაწილეობა.

იტალიის სახელმწიფო ექსპორტის საკრედიტო სააგენტო SACE-ს შესახებ:

SACE სახელმწიფო ექსპორტის საკრედიტო სააგენტოს წარმოადგენს, რომელიც პარტნიორი ქვეყნების საფინანსო ინსტიტუტებს მიკრო და მცირე საწარმოების ხელშეწყობისთვის იაფ კრედიტსა და ექსპორტიორ კომპანიებს გლობალურ ბაზრებზე სავაჭრო ოპერაციებში მხარდაჭერას სთავაზობს. SACE ფულად რესურსს ინოვაციურ ბიზნესებში აბანდებს და კომპანიებს სხვადასხვა ფინანსური ინსტრუმენტით სარგებლობის საშუალებას აძლევს.

SACE ფინანსური მომსახურების ლიდერი სააგენტოა, რომელიც საერთაშორისო ბაზარს ფართო პროდუქტების ისეთ სპექტრს სთავაზობს, როგორიცაა, დოკუმენტური დაკრედიტება, პოლიტიკური და საკრედიტო რისკების დაზღვევა, ფინანსური გარანტიები და ფაქტორინგული ოპერაციები. ჯგუფის ოპერაციების მოცულობა 70 მლრდ. დოლარს შეადგენს და მსოფლიოს 189 ქვეყანას მოიცავს. 30-წლიანი გამოცდილების მქონე კომპანია SACE ხელს უწყობს იტალიაში საინვესტიციო პროექტების წარმატებით განხორციელებას და მნიშვნელოვან როლს თამაშობს ქვეყნის ეკონომიკის განვითარებაში.







მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42