საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი დიმიტრი ქუმსიშვილისა და ზურაბ ალავიძის სამარტალდამცავ უწყებაში გამოკითხვაზე დაბარების ფაქტს გამოეხმაურა. მარგველაშვილმა ამის შესახებ დღეს გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა:
“დაწყებულია დევნის პროცესი, მიმაჩნია, რომ მთავარი შემადგენელი ამ პროცესში, არის ის, რომ პროცესები მიმდინარეობდეს რაც შეიძლება გამჭვირვალედ და საზოგადოებას არ დარჩეს კითხვები. საზოგადოებას აქვს ძალიან კონკრეტული კითხვები, იმასთან მიმართებაში, რანაირად ფორმირდება ხელისუფლების ვექტორები და ძირითადი ორიენტაციები. მე არა ერთხელ აღმინისშნავს ბატონი კვირიკაშვილის გადადგომიდან, პირველივე დღეს აღვნიშნეს, რომ არ შეიძლება საქართველოში პრემიერ-მინისტრები უცებ ქრებოდნენ უარგუმენტოდ პოლიტიკური პროცესიდან, ეს კითხვა გაგრძელდა აჭარასთან მიმაერთებითაც, როდესაც ბატონმა პატარაძემ მადლობა გადაუხადა პარტიას და წავიდა თანამდებობიდან, ეს კითხვა მაქვს მე და შესაბამისად ნებისმიერი პროცესი, რომელიც ამას მოჰყვება, უნდა იყოს უაღრესად გამჭვირვალე. არ უნდა დაემსგავსოს ეს პროცესი იმ საქმეებს, რომელიც ამ მიმართებაში გვახსოვ, ეს არ უნდა იყოს ტრაქტორების საქმე, ეს არ უნდა იყოს კაბელების საქმე, საზოგადოებას მაღალი ინტერესიდან გამომდინარე, უნდა მიეცეს მაქსიმალური ინფორმაცია“, - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები






