,,მე-9 არხის“ თანამშრომლები პრემიერ-მინისტრის განცხადებას პასუხობენ
საზოგადოება - 23:34, 22 Aug, 2013     2036


,,ტელეკომპანიის დახურვასა და მას შემდეგ განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, "მეცხრე არხის" თანამშრომლები საჭიროდ მივიჩნევთ, გავავრცელოთ ერთობლივი განცხადება.


ტელეკომპანია ,,მეცხრე არხმა" საქმიანობა 2012 წლის 30 აპრილს, ქვეყნისთვის ურთულეს პერიოდში განაახლა. "მეცხრე არხზე" იყო სრული სარედაქციო დამოუკიდებლობა, რაც ყველა ჩვენგანისთვის ქმნიდა მოტივაციას, მეტი პროფესიონალიზმით და თამამად ეთქვა სათქმელი. არ ყოფილა თემა, რომლის გაშუქებისგანაც არხის საინფორმაციო სამსახურმა, კონიუქტურული მოსაზრებების გამო, თავი შეიკავა.


არხის მფლობელის, პრემიერ-მინისტრის ოჯახის გადაწყვეტილებას ტელევიზიის ყველა თანამშრომელი გაგებით შეხვდა. მძიმე ემოციური ფონის მიუხედავად, არხის საინფორმაციო სამსახურმა მთავარ - 9 საათიან საინფორმაციო გამოშვებაში საკუთარი გულისტკივილიც დელიკატურად გამოთქვა და არხის მფლობელს აქამდე გამოჩენილი თანადგომისთვის, სარედაქციო დამოუკიდებლობის მაღალი სტანდარტისთვის, მადლობაც გადაუხადა.


"მეცხრე არხის" ყველა თანამშრომელი კატეგორიულად ემიჯნება პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ნებისმიერი პოლიტიკოსის მხრიდან გამოთქმულ შეფასებას ,,გამოყენების" შესახებ. აქვე აღვნიშნავთ, რომ ტელეკომპანიის არცერთ თანამშრომელს მსგავსი შინაარსის განცხადება არ გაუკეთებია. ,,მეცხრე არხი" იყო თითოეული ჩვენგანის არჩევანი და ამავე დროს, კარგად გვქონდა გაცნობიერებული, რას ნიშნავს კერძო მედიასაშუალებაში მუშაობა.


რაც შეეხება არხის თანამშრომელთა პროფესიონალიზმს: საინფორმაციო სამსახურში მუშაობენ პროფესიონალები, რომელთა დიდ ნაწილს მრავალწლიანი გამოცდილება და მდიდარი ჟურნალისტური წარსული აქვს . მათ შორის არიან ჟურნალისტები, რომლებიც თანამშრომლობდნენსაერთაშორისო მედია საშუალებებთან: BBC - (ქეთი თუთბერიძე), RaiNews- (თამუნა ხურცია), Deutsche Welle- (დავით ახვლედიანი), France Press - (გიორგი ფოფხაძე), Voice of America (რუსუდან წერეთელი), CNN- (ლაშა ზარგინავა), National Geographic (გია ცინცაძე), New York Times (თამთა კაპანაძე) და ა. შ. არხის საინფორმაციო სამსახურში მუშაობენ ჟურნალისტები, რომლებიც წარსულში საქმიანობდნენ სხვადასხვა ქართულ ნაციონალურ არხზე და იყვნენ საზოგადოებისთვის კარგად ცნობილი სახეები. თითოეულ მათგანს გავლილი აქვს ავტორიტეტული საერთაშორისო მედიაორგანიზაციების ტრენინგები და პრაქტიკული კურსები.


პრემიერ-მინისტრს არაერთხელ აღუნიშნავს ,,მეცხრე არხის" ჟურნალისტების პროფესიონალიზმი და საქმისადმი ერთგულება. შესაბამისად,ჩვენთვის მოულოდნელი იყო ბატონ ბიძინა ივანიშვილის დღევანდელი განცხადება. მიგვაჩნია,რომ პრემიერ-მინისტრს არ მიეწოდებოდა რეალური ინფორმაცია არხის რეიტინგისა და თანამშრომელთა განწყობის შესახებ.


ორი დღის განმავლობაში ჩვენ, ,,მეცხრე არხის" თანამშრომლებმა, განსაკუთრებული თანადგომა ვიგრძენით ჩვენი მაყურებლისგან, რისთვისაც უღრმეს მადლობას ვუხდით თითოეულ მათგანს. მაყურებლის ნდობა და სიტყვის თავისუფლება იყო ჩვენი მთავარი მოტივაცია.


მადლობა ჩვენს მაყურებელს!", - ნათქვამია ,,მეცხრე არხის" თანამშრომელთა მიერ გავრცელებულ განცხადებაში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42