ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამა ზაზა სარალიძე დღეს 17:00 საათზე პროკურატურაში მისვლას აპირებს. სარალიძის განცხადებით, გამოძიება მის და მისი მეუღლის ტელეფონებს უსმენდა, სწორედ აღნიშნულ საკითხზე აქვს სარალიძეს გამოძიებასთან კითხვები:
„როგორც გაირკვა არც ერთი ბავშვი ტელეფონი ამოღებული არ ჰქონიათ ორი კვირის განმავლობაში, იქიდან გამომდინარე, რომ თურმე საგამოძიებო ტაქტიკა ჰქონიათ შემუშავებული, რომ მოესმინათ ამ ბავშვებისათვის, ერთმანეთს რა ინფორმაციას მიწვდიდნენ, მაგრამ მოსმენაზე არ ყოფილა არც ერთი ბავშვი დასმული. მაგრამ თურმე მე და ჩემი მეუღლე ვყოფილვართ ოფიციალურად დასმული მოსმენაზე, მაგრამ რის საფუძველზე ეს არ ვიცი, ამ კითხვაზე პასუხი უნდა მივიღო, რატომ დაგვსვეს მე და ჩემი მეუღლე ოფიციალურ მოსმენაზე, ამ წუთში არ ისმინება როგორც მითხრეს, მაისში მოიხსნა, მაგრამ მაინტერესებს რა საფუძველი ჰქონდათ ამისთვის. მე დაჩემი მეუღლე ჩაგვთვალეს, რომ ვიყავით დამნაშავეები და დაგვსვეს მოსმენაზე“, - აცხადებს ზაზა სარალიძე.
მასალის გამოყენების პირობები






