მაკა ჩიჩუასა და კლაუდია მატარელას ჰოსპისის დირექტორმა მამუკა მახათაძემ სტუმრებს ბიბლიოთეკა, სარეაბილიტაციო მულტისენსორული კაბინეტი და სხვა სივრცეები დაათვალიერებინა და ცენტრის სერვისების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია. იტალიის პრეზიდენტის ქალიშვილი ბენეფიციარების მშობლებს და პერსონალს გაესაუბრა და აღნიშნა, რომ უმნიშვნელოვანესია რასაც ცენტრის ხელმძღვანელობა აკეთებს ამ ბავშვებისთვის და მათი მშობლებისთვის.
„აქ ძალიან ლამაზი გარემოა, უმნიშვნელოვანესია ის საქმე, რასაც თქვენ აკეთებთ, თქვენ მხნეობას აძლევთ ბავშვებსა და მათ მშობლებს. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საზოგადოების ნებისმიერ წევრს აძლევთ საშუალებას საკუთარი წვლილი შეიტანოს და გახდეს მონაწილე ამ კეთილი საქმისა",- აღნიშნა კლაუდია მატარელამ.
დღესვე პირველმა ლედიმ კლაუდია მატარელას მეგობრულ ლანჩზე უმასპინძლა.
მასალის გამოყენების პირობები






