გენადი არველაძემ და გიორგი ჩიქოვანმა იტალიელ კოლეგასთან ორმხრივი ეკონომიკური თანამშრომლობის მიმართულებები განიხილეს
პოლიტიკა - 15:22, 17 Jul, 2018     809
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილეები გენადი არველაძე და გიორგი ჩიქოვანი იტალიის რესპუბლიკის ეკონომიკის განვითარების მინისტრის მოადგილეს მიკელე ჯერაჩის შეხვდნენ.

შეხვედრაზე განხილული იყო საქართველოსა და იტალიის რესპუბლიკის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები და სამომავლო თანამშრომლობის ძირითადი მიმართულებები.

ქართულმა მხარემ დადებითად შეაფასა იტალიის პრეზიდენტის ვიზიტი საქართველოში და აღნიშნა, რომ ის დიდ სტიმულს მისცემს ორი ქვეყნის ურთიერთობების განვითარებას. მათ შორის, ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავებისა და ბიზნესებს შორის ახალი ორმხრივად მომგებიანი კავშირების დამყარების მიმართულებით. ასევე ყურადღება გამახვილდა თანამშრომლობის გაღრმავებაზე ენერგეტიკის სექტორში, მათ შორის, ჰიდროენერგეტიკაში, განახლებად ენერგიის წყაროების ათვისებასა და სხვ.

ქართულმა მხარემ დეტალურად მიაწოდა ინფორმაცია საქართველოს ეკონომიკის ტენდენციების, მიმდინარე რეფორმებისა და ბიზნესის სტიმულირების სახელმწიფო ინიციატივების შესახებ. განსაკუთრებული აქცენტი გაკეთა პროგრამაზე „აწარმოე საქართველოში". აღინიშნა, რომ სააგენტო უკვე მეორე წელია ქ. მილანში, ტყავისა და ტყავის პროდუქტების საერთაშორისო გამოფენა LineaPelle-ზე ქართული კომპანიების მონაწილეობას ორგანიზებას უწევს და თანადაფინანსებას ახორციელებს. გარდა ამისა,

„აწარმოე საქართველოში" - ის თანადაფინანსებითა და ორგანიზებით, 2019 წელს, ასევე, იგეგმება ქართული არქიტექტორული და ინტერიერის დიზაინის კომპანიების მონაწილეობა იტალიაში, ქ. მილანში ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ და პრესტიჟულ გამოფენაზე Salone del Mobile Milano. ასევე ყურადღება გამახვილდა საინვესტიციო შესაძლებლობებზე სხვადასხვა საინვესტიციო სექტორებში, მათ შორის, უძრავი ქონებისა და ტურიზმის, IT და ბიზნეს პროცესების აუთსორსინგის (BPO), ასევე, წარმოების მიმართულებით.

შეხვედრაზე მხარეები შეთანხმდნენ, რომ თანამშრომლობის პოტენციალი საქართველოსა და იტალიის რესპუბლიკის შორის ძალიან დიდია და მას გაღრმავება და განვითარება სჭირდება.

შეხვედრას ასევე დაესწრო ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სააგენტოს „აწარმოე საქართველოში" დირექტორის მოადგილე თორნიკე სულაბერიძე.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42