"ლისი დეველოპმენტს" საერთაშორისო საკრედიტო რეიტინგი მიენიჭა
ბიზნესი & ეკონომიკა - 14:40, 17 Jul, 2018     1133
„ლისი დეველოპმენტი" საქართველოში პირველი დეველოპერული კომპანია გახდა, რომელიც საერთაშორისო საკრედიტო რეიტინგს ფლობს. B+ კორპორაციული საკრედიტო რეიტინგი „ლისი დეველოპმენტს" საერთაშორისო სარეიტინგო კომპანიამ, Scope Ratings GmbH-მა მიანიჭა. რეიტინგის მოძიების საკონსულტაციო მომსახურება „თიბისი კაპიტალმა", თიბისი ბანკის შვილობილმა ლიცენზირებულმა საბროკერო კომპანიამ განახორციელა.

„Scope Ratings GmbH"-მა „ლისი დეველოპმენტის" ძლიერ მხარეებად რამდენიმე ფაქტორი დაასახელა. მათ შორის, კარგი საბაზრო პოზიციონირება, ძლიერი ბრენდი, მშენებლობის და გაყიდვების გამოცდილება, უძრავი ქონების მიმზიდველი ლოკაციები და ძლიერი საოპერაციო ფულადი ნაკადები.

„ლისი დეველოპმენტის" მიზანია არა მხოლოდ თანამედროვე სტილის, დახვეწილი არქიტექტურის მქონე საცხოვრებელი კომპლექსის შექმნა, არამედ საქართველოში სრულიად ახალი და ჯანსაღი ცხოვრების სტილის დამკვიდრება. საერთაშორისო საკრედიტო რეიტინგის მინიჭება „ლისი დეველოპმენტისთვის" მორიგი საერთაშორისო აღიარებაა და კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, რომ კომპანია მაღალ სტანდარტებს ამკვიდრებს ქართული უძრავი ქონების ბაზარზე" - განაცხადა ნოდარ ადეიშვილმა, „ლისი დეველოპმენტის" გენერალურმა დირექტორმა.

„მოხარული ვარ, რომ „თიბისი კაპიტალი" აქტიურად თანამშრომლობს სექტორის წამყვან მოთამაშესთან იმისათვის, რომ კომპანია გახდეს კაპიტალის ბაზრის მონაწილე. Scope-ის მიერ მინიჭებული საკრედიტო რეიტინგი ამ მხრივ დიდი წინგადადგმული ნაბიჯია, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს „ლისი დეველოპმენტის" ფინანსური მართვის სიძლიერესა და კომპანიის საბალანსო უწყისის სიჯანსაღეს", - განაცხადა ირაკლი ელაშვილმა, „თიბისი კაპიტალის" დირექტორმა.

„ლისი დეველოპმენტის" პირველი პროექტი - „მწვანე ქალაქი ლისზე" 80/20 კონცეფციას ეფუძნება, რაც გულისხმობს ტერიტორიის მხოლოდ 20%-ზე მშენებლობის განხორციელებას, ხოლო დანარჩენი 80%-ის გამწვანებასა და რეკრეაციული ზონების მოწყობას.

„ლისი დეველოპმენტი" არაერთი საერთაშორისო ჯილდოს მფლობელია. კომპანიამ 2012 -2017 წლებში International Property Awards-ის 10 სხვადასხვა ნომინაციაში გაიმარჯვა. გარდა ამისა, საქართველოში ზედიზედ სამჯერ გახდა Golden Brand-ის გამარჯვებული.

Scope Ratings–ის მიერ მინიჭებული საკრედიტო რეიტინგის ნახვა შესაძლებელია ვებ-გვერდზე: www.scoperatings.com





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42