"ნიუპოსტთან" საუბრისას, ირაკლი კორძაია აღნიშნავს, რომ ნებისმიერი პატიმარი, რომელსაც ესაჭიროება მკურნალობა სამოქალაქო სამედიცინო დაწესებულებაში უზრუნველყოფილი იქნება სამედიცინო მომსახურებით:
"ნებისმიერ პატიმარს, რომელსაც ესაჭიროება მკურნალობა სამოქალაქო სამედიცინო დაწესებულებაში, უზრუნველყოფილი იქნება სამედიცინო მომსახურებით. ხოლო მის გადაყვანას, უკან, სასჯელაღსრულებით დაწესებულებაში გადაწყვეტს ხელმძღვანელობა, ეს არ არის არც პატიმრის და არც სხვა ვინმეს გადასაწყვეტი", - განმარტავს კორძაია.
შეგახსენებთ, რომ არასამთავრობო ორგანიზაცია "ადამიანი, კანონი, თავისუფლება" ავრცელებს ინფორმაციას პატიმარ დავით გამხუაშვილის შესახებ, რომლის თანახმადაც, ბადრაგმა პატიმარი კლინიკაში მართლაც გადაიყვანა, თუმცა, ადგილზე ჟურნალისტების გამოჩენის შემდეგ, კლინიკასთან სპეცრაზმის ორი ავტომობილი გამოჩნდა და გამხუაშვილი კვლავ სასჯელაღსრულების დაწესებულებაში დააბრუნეს.
მასალის გამოყენების პირობები






