ჟურნალისტმა კონკრეტული კითხვა დაუსვა პუტინს, რა რეაქცია ექნება, თუკი საქართველო და უკრაინა ნატოში გაწევრიანდებიან, რაზეც პუტინმა ღია მუქარით უპასუხა.
მისი თქმით , ალიანსს, არაწევრ ქვეყნებთან თანამშრომლობა გაწევრიანების გარეშე, ორმხრივ ფორმატშიც შეუძლია.
„ძალიან კარგად ვიცი, ალიანსში ახალი წევრების მიღებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებები კონსენსუსის შედეგად მიიღება, მაგრამ ალიანსში მიღებამდე წევრ ქვეყნებთან შესაძლებელია ორმხრივი თანამშრომლობაც, როგორც ეს პოლონეთთან და რუმინეთთან მოხდა და სადაც ახლაც არის აშშ-ის ანტისარაკეტო თავდაცვის ელემენტებია განთავსებული. ჩვენი უსაფრთხოებისთვის ეს პირდაპირ და უშუალო საფრთხეს წარმოადგენს, ამიტომ ნატოს ინფრასტრუქტურის მოახლოებას ჩვენს საზღვრებამდე , რადიკალურად უარყოფითი რეაქცია მოჰყვება“ - განაცხადა პუტინმა.
„ახლა ნატო-ს ინფრასტრუქტურა ფართოვდება, იზრდება ნატო-ს ჯარისკაცების რაოდენობა . ისინი იქ არ უნდა იყვნენ. რა თქმა უნდა, ეს დესტაბილიზაციის ფაქტორია. ჩვენ ეს ჩვენს ურთიერთობებში უნდა გავითვალისწინოთ.
მაგრამ მე და პრეზიდენტ ტრამპს ამ საკითხზე არ გვისაუბრია“ - განაცხადა პუტინმა.
მასალის გამოყენების პირობები






