შოთა რუსთაველის ეროვნულ სამეცნიერო ფონდსა და იტალიის კვლევების ეროვნულ საბჭოს შორის ურთიერთთანამშრომლობის შეთანხმებას ხელი მოეწერა
პოლიტიკა - 10:42, 17 Jul, 2018     731
დღეს, 16 ივლისს, 19:00 საათზე, პრეზიდენტის სასახლეში, ხელი მოეწერა იტალიის კვლევების ეროვნულ საბჭოსა და სსიპ - შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნულ სამეცნიერო ფონდს შორის, მეცნიერების სფეროში, ურთიერთთანამშრომლობის შესახებ განახლებულ შეთანხმებას.

შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნულ სამეცნიერო ფონდი იტალიის კვლევების ეროვნული საბჭოსთან(CNR) მრავალი წელია თანამშრომლობს და ერთობლივ პროგრამას ახორციელებდა წელიწადში ორჯერ. განახალებული შეთანხმება კი, მეცნიერებს მეტ საშუალებას აძლევს და გულისხმობს გაზრდილი ბიუჯეტით, გაზრდილი რაოდენობის კვლევითი პროექტების ყოველწლიურად დაფინანსებას.

ახლი შეთანხმების მიზანია გააღრმაოს ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობა კვლევისა და ინოვაციების მიმართულებით. ამ დოკუმენტით გათვალისწინებული მიზნებისათვის, მხარეები ითანამშრომლებენ ურთიერთგაგებისა და საერთო სარგებლის პრინციპებზე დაყრდნობით, რათა ხელი შეუწყონ თანამშრომლობას ორი ქვეყნის მეცნიერებსა და კვლევით ინსტიტუციებს შორის საერთო ინტერესების სფეროებში. მხარეები ხელს შეუწყობენ თავიანთი კვალიფიციური მეცნიერების თანამშრომლობას კვლევითი მიმართულებების ყველა სფეროში, ძირითადად კი: კულტურული მემკვიდრეობის სფეროში და ახალი ტექნოლოგიების კულტურული მემკვიდრეობის მიმართულებით გამოყენებაში.

თანამშრომლობის შედეგად დაფინანსდება: ერთობლივი კვლევითი და მობილობის პროექტები მკვლევართათვის. მკვლევრის მონაწილეობის ხარჯებს ორივე მხარე დაფარავს საკუთარი ბიუჯეტიდან. ყოველწლიურად მხარეების მიერ შეირჩევა 10 ერთობლივი კვლევითი პროექტი, ორივე მხარის მეცნიერების ჩართულობით. ერთობლივი კვლევითი პროექტის საშუალო ხანგრძლივობა განისაზღვრება 2 წლით.

შეხვედრას ესწრებოდნენ იტალიის პრეზიდენტი სერჯო მატარელა, იტალიის კვლევების ეროვნული საბჭოს პრეზიდენტი პროფ. მასიმო ინგუსჩიო, იტალიის ელჩი საქართველოში ანტონიო ენრიკო ბარტოლი, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი, მიხეილ ბატიაშვილი, შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალური დირექტორი მანანა მიქაბერიძე, სხვა ოფიციალური პირები და მოწვეული სტუმრები .





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42