"მაქსიმალურად ხელსაყრელი დროა ფინანსური საკითხების გადასაჭრელად" - კვირის ასტროლოგიური ტენდენციები
ეს საინტერესოა - 10:14, 17 Jul, 2018     1236
ას­ტრო­ლო­გი ხა­თუ­ნა ნო­ე­ლი კვი­რის ას­ტრო­ლო­გი­ურ ტენდენციებთან დაკავშირებით საუბრობს.



"მიუხედავად იმისა რომ დაბნელების დერეფანს გავდივართ, ეს კვირა შედარებით მშვიდია ზოგადი პროგნოზის თვალსაზრისით. ასპექტები უკიდურესად ცოტაა და თან ძირითადში - ჰარმონიული.
ვენერასა და სატურნის ტრინი ზეგავლენას 17 ივლისამდე შეინარჩუნებს. მისი წყალობით შესაძლებელი იქნება ფინანსური საკითხების, მათთან დაკავშირებული პრობლემების სწორი შეფასება. რაც თავის მხრივ, საფუძველს ჩაუყრის მომავალ წარმატებებს ჩვენს ბიზნესში და სხვა ფულად საქმიანობებში. ვენერა ჩვენს ცხოვრებაში სასიყვარულო და მატერიალურ საკითხებს განაგებს, ხოლო სატურნი კი სტაბილიზაციის პლანეტა. ამიტომაც მთელი ეს კვირა, მაქსიმალურად ხელსაყრელი იქნება ფინანსური საკითხების გადასაჭრელად.
სატურნი ასტროლოგიაში ხანდაზმულ ადამიანებზე მიუთითებს, მასთან ვენერას ჰარმონიული ასპექტის დროს ჩვენზე ასაკით უფროსი ხალხისაგან შესაძლოა ძალიან კარგი, ბრძნული რჩევების მიღება. ამიტომ ყურადღებით მოუსმინეთ მათ, შესაძლოა სწორედ ახლა მიიღოთ ისეთი დარიგება, რომელიც ძალზე გამოგადგებათ თქვენი ცხოვრების უკეთ მოწყობაში.
ჩათვალეთ, რომ მთელი ეს კვირა ტრადიციების, მორალური კოდქსის დაცვის პერიოდია. ეს კი არამხოლოდ უფროსების პატივისცემას მოითხოვს ჩვენგან, არამედ სხვა ცხოვრებისეულ მხარეებშიც სიდინჯისა და თავშეკავებულობის გამოჩენას. მათშორის სასიყვარულო ურთიერთობებში. დაიცავით და შეასრულეთ ახლობელი ადამიანების წინაშე თქვენი ვალდებულებები. ასეთი საქციელი უსათუოდ დაგიფასდებათ, როგორც პარტნიორების, ასევე კოსმოსის მხრიდანაც.
კიდევ ერთი ჰარმონიული კონფიგურაცია- ვენერას ბისექსტილი, იუპიტერთან და პლუტონთან, სამშაბათიდან იკვრება და 26 რიცხვის ჩათვლით იმუშავებს. ამ საინტერესო ფიგურის გავლენით ინიციატივა და ოპტიმიზმი მოიმატებს, წარმატებები გელით უფროსობასთან , სამართალდამცავ ორგანოებთან კონტაქტებში.
განსაკუთრებით კი მათ ვისაც ვენერა ქალწულის ნიშანში გყავთ. მშვენიერი დროა უცხოელ პარტნიორებთან ბიზნეს-საკითხებზე მოსალაპარაკებლად, პროექტების განსახილველად, ასევე საჯარო გამოსვლებისთვის, პრეს- კონფერენციების გასამართავად, ...

ამ პერიოდში დადებითად შეიძლება გადაწყდეს წიგნის გამოცემის, დისერტაციის დაცვის, გამოცდების ჩაბარების თემები, თუკი ეს საკითხები უკვე იყო აქამდე წამოწყებული.

ძალიან კარგი პერიოდია ფინანსური საკითხების გადასაწყვეტად, შესაძლოა ამ კვირაში ძალზე მნიშვნელოვანი და ხელსაყრელი ნაცნობობა გამოგიჩნდეთ, რომელთანაც ახალი პარტნიორული ურთიერთობების ჩამოყალიბება გახდება შესაძლებელი.

ასევე სრულიად არაა გამორიცხული ახალ რომანტიული ურთიერთობასაც ამ პერიოდში ჩაეყაროს ჩაეყაროს საფუძველი. თუმცა მარსის რეტროგრადულობის გამო უფრო ძველი ურთიერთობების აღდგენაა საფიქრებელი.

ერთადერთი დისჰარმონიული ასპექტი ამ კვირაში რეტროგრადული მარსისა და დაღმავალი კარმული კვანძის შეერთება გახლავთ, რომელიც 20 ივლისს გახდება ზუსტი. ამ ასპექტს შეუძლია წარსულში ჩვენს მიერ დაშვებული შეცდომების ამოტივტივება, ასევე იმ ადამიანების გამოჩენა , ვისთანაც შესაძლოა უთანხმოება გვქონდა. ეს ერთგვარი კარმული ვალების დაბრუნების პერიოდადაც შეიძლება ჩაითვალოს, რომლის დროსაც მოგვიწევს გადავხედოთ ჩვენს ცხოვრებას და გავარკვიოთ, რა გვაქვს დასასრულებელი, რაზე ან ვიზე უნდა ვთქვათ უარი.
ამ ასპექტის ზეგავლენა განსაკუთრებით მერწყულებისა და ლომებისთვის იქნება შესამჩნევი, აგრეთვე მათთვის ვისაც მერწყულის, კუროს და მორიელის ნიშნების მე-5 გრადუსის ახლომახლო პირადი პლანეტები ჰყავთ" - ამბობს ასტროლოგი.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42