სააკაშვილმა ვლადიმერ პუტინისა და დონალდ ტრამპის შეხვედრატელეკომპანია "ფოქს ნიუსთან" ინტერვიუში შეაფასა.
მისივე თქმით, ჰელსინკის სამიტის შედეგებს მომავალი რამდენიმე თვე უჩვენებს.
სააკაშვილი თვლის, რომ ვაშინგტონმა უნდა გააგრძელოს რუსეთის მიმართ დღეს წარმოებული პოლიტიკა და აჩვენოს, რომ კრემლისთვის არ არსებობს გავლენის ექსკლუზიური ზონები.
"სამიტზე პრეზიდენტი ტრამპი არ წავიდა დათმობაზე, როდესაც საუბარი ტერიტორიულ პრობლემებს შეეხო. ვფიქრობ, პუტინს საქართველოსა და უკრაინაში მიტაცებული მიწების გარკვეულწილად ლეგალიზების მოლოდინი ჰქონდა. რუსეთმა დაიწყო ომი საქართველოსთან და შემოიჭრა ჩვენს ქვეყანაში იმის გამო, რომ ჩვენ ამერიკის მოკავშირეები ვიყავით. ჩვენ უნდა ვნახოთ რა მოხდება მომავალი თვეების განმავლობაში. სულ მცირე უნდა გაგრძელდეს ის პოლიტიკა, რომელსაც ვაშინგტონი აქამდე აწარმოებდა. ამერიკამ უნდა უთხრას პუტინს, რომ რომ რუსეთისთვის არ არსებობს გავლენის ექსკლუზიური ზონები და მან თავი უნდა დაანებს მეზობლებს, თუკი ქვეყნის შიგნით არსებული რეჟიმის შენარჩუნება სურს"- თქვა მიხეილ სააკაშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები






