შახტების დახურვის შესახებ გადაწყვეტილებას სახალხო დამცველი დადებითად აფასებს
პოლიტიკა - 09:51, 17 Jul, 2018     720

ტყიბულის მინდელის სახელობის შახტში აფეთქების შედეგად გარდაიცვალა ოთხი და დაშავდა ექვსი ადამიანი. სახალხო დამცველი მწუხარებას გამოთქვამს მომხდარი ფაქტის გამო და უსამძიმრებს გარდაცვლილთა ოჯახებს.

"სამწუხაროდ, ბოლო პერიოდში სამუშაო ადგილებზე გარდაცვალების არაერთი შემთხვევა დაფიქსირდა. კონკრეტულად ტყიბულის მინდელის სახელობის შახტში, უკანასკნელი 3 წლის განმავლობაში, 15 ადამიანი გარდაიცვალა (2016 წლის ოქტომბერში – 1, 2017 წლის მაისში – 4, 2018 წლის აპრილში – 6 და 2018 წლის 16 ივლისს – 4 ადამიანი). გარდაცვლილთა რაოდენობა ყოველწლიურად მატულობს, რაც კიდევ ერთხელ მიუთითებს სამუშაო ადგილებზე შრომის უსაფრთხოების სფეროში არსებულ პრობლემებზე.

ადამიანის სიცოცხლის უფლების დაცვა სახელმწიფოს უმთავრესი ამოცანაა, აღნიშნულის გათვალისწინებით სახალხო დამცველი მიესალმება პრემიერ-მინისტრის დღევანდელ განცხადებას, რომლის მიხედვითაც ტყიბულის შახტები დაიხურება გამოძიებისა და მაღალკვალიფიციური საერთაშორისო საინჟინრო-ტექნიკური ექსპერტიზის დასრულებამდე. მიმდინარე წლის აპრილში სოციალური პარტნიორობის სამმხრივი კომისიის სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილებით, სწორედ კომპლექსური აუდიტის შესაბამისად უნდა გადაწყვეტილიყო, ტყიბულის შახტები გააგრძელებდა ოპერირებას თუ დაიხურებოდა. დახურვის შესახებ გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, მთავრობას უნდა ეზრუნა ადგილობრივი ეკონომიკის განვითარებაზე და დასაქმების ალტერნატიული წყაროების შექმნაზე. თუმცა, სხდომიდან სამი თვის გასვლის შემდეგაც ამ მიმართულებით რაიმე ხელშესახები შედეგები ჯერ კიდევ არ არის მიღებული.

ამასთანავე, პოზიტიურ აღნიშვნას იმსახურებს პრემიერ-მინისტრის განცხადების ის ნაწილი, რომელიც შახტების შეჩერების განმავლობაში დასაქმებულებისათვის ხელფასის ანაზღაურებას ითვალისწინებს.

სახალხო დამცველს არაერთხელ აღუნიშნავს შრომის უსაფრთხოების დარღვევის ფაქტებზე მიმდინარე გამოძიებების სისტემური ხარვეზები და ნაკლოვანებები. მნიშვნელოვანია, რომ ასეთ საქმეებზე გამოძიება წარიმართოს ეფექტიანად, დროულად და სრულყოფილად და ყველა პასუხისმგებელი პირის მიმართ გატარდეს შესაბამისი ზომა, რათა სამომავლოდ მინიმუმამდე იქნეს დაყვანილი შრომის უსაფრთხოების დარღვევა და სამუშაო ადგილებზე დასაქმებულების დაღუპვა და მათი ჯანმრთელობის დაზიანება.

სახალხო დამცველი წინამდებარე საქმეზე თვალს მიადევნებს როგორც გამოძიების მიმდინარეობას, ასევე საერთაშორისო საინჟინრო-ტექნიკური ექსპერტიზის პროცესს"- ნათქვამიაგანცხადებაში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42