საქართველოს და იტალიის პრეზიდენტებმა პირისპირ შეხვედრა გამართეს
პოლიტიკა - 19:10, 16 Jul, 2018     862
საქართველოს და იტალიის პრეზიდენტებმა პირისპირ შეხვედრა გამართეს.

"დიდი სიხარულია ჩვენთის თქვენი ჩამობრძანება. სამწუხაროდ, დღეს ჩვენთან დიდი ტრაგედია მოხდა, მაგრამ ჩემი და ქართველი ხალხის გული სიყვარულითაა სავსე, რადგან ეს იტალიის პრეზიდენტის პირველი ვიზიტია საქართველოს დამოუკიდებლობის ისტორიაში და თქვენ ჩამოხვედით საქართველოს პირველი რესპუბლიკის 100 წლის იუბილეზე", - აღნიშნა გიორგი მარგველაშვილმა.

იტალიის პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა გიორგი მარგველაშვილს მასპინძლობისათვის და მწუხარება გამოთქვა მეშახტეების დაღუპვის გამო.

"სამუშაო ადგილებზე ადამიანების დაღუპვა ყოველთვის სამწუხაროა. იტალიელები გიცხადებთ სოლიდარობას", - განაცხადა იტალიის პრეზიდენტმა.

პრეზიდენტებმა დეტალურად განიხილეს ქვეყნებს შორის ორმხრივი ურთიერთობების დღის წესრიგის აქტუალური საკითხები: პოლიტიკური, სავაჭრო-ეკონომიკური, თავდაცვის, სამართალდაცვითი და კულტურულ-საგანმანათლებლო თანამშრომლობის შემდგომი განვითარების შესახებ. აღინიშნა, რომ დღევანდელი დღე განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან ეს არის იტალიის რესპუბლიკის პრეზიდენტის პირველი ვიზიტი საქართველოში, რაც ხელს შეუწყობს თანამშრომლობის შემდგომ და კიდევ უფრო გაღრმავებას.

პრეზიდენტებმა შეხვედრისას მშვიდობისა და უსაფრთხოების პრობლემატიკა განიხილეს და ისაუბრეს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილ მწვავე ვითარებაზე, მავთულხლართებისა და ხელოვნური ბარიერების აღმართვის დაუშვებლობაზე.

გიორგი მარგველაშვილმა იტალიის პრეზიდენტს დეტალური ინფორმაცია მიაწოდა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებსა და მიმდებარე ტერიტორიებზე მშვიდობიანი მოსახლეობის უფლებების სისტემატიური დარღვევის ფაქტების და არსებული ჰუმანიტარული პრობლემების შესახებ.

აღინიშნა, რომ წელს იტალია ეუთოს თავმჯდომარე ქვეყანაა და ეუთოს დღის წესრიგში რუსეთ-საქართველოს კონფლიქტისა და დევნილთა საკითხის შენარჩუნება საქართველოსათვის უდიდესი მნიშვნელობისაა. პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ მადლობა გადაუხადა სერჯო მატარელას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდაჭერისათვის და აღნიშნა, რომ საქართველოს ხელისუფლება და ქართველი ხალხი ძალიან აფასებს იტალიის მტკიცე მხარდაჭერას. გიორგი მარგველაშვილმა ხაზი გაუსვა, პრეზიდენტ სერჯო მატარელას პირად როლს ამ თანამშრომლობის განვითარებაში.

"ჩვენი შეხვედრები ყოველთვის გამოირჩევა განსაკუთრებული მეგობრული გარემოთი, რაც პოზიტიურად აისახება ჩვენი ქვეყნების ურთიერთობებზეც. თქვენი ვიზიტი საქართველოში ჩვენი პარტნიორობის გაღრმავების კიდევ ერთი თვალსაჩინო დასტურია. დარწმუნებული ვარ, ჩვენი მჭიდრო თანამშრომლობა კიდევ უფრო ნაყოფიერი და წარმატებული იქნება ჩვენი ქვეყნებისათვის", - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

გიორგი მარგველაშვილი მოხარულია, რომ საქართველოს იტალიის სახით ძლიერი და მტკიცე მხარდამჭერი ჰყავს და აცხადებს, რომ ჩვენი შემდგომი ინტეგრაცია ევროკავშირსა და ნატოში მოიტანს მეტ სტაბილურობას და ახალ შესაძლებლობებს გახსნის ევროპისა და აზიის თანამშრომლობისათვის. გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, საქართველოს საბოლოო მიზანს ევროკავშირსა და ნატოს სრულფასოვანი წევრობა წარმოადგენს. საქართველო და იტალია საერთო გამოწვევების წინაშე ვართ და საქართველო კვლავაც რჩება მნიშვნელოვან კონტრიბუტორად ჩვენი საერთო ევროპული და ევროატლანტიკური ოჯახის უსაფრთხოებაში.

იტალიის პრეზიდენტი სახელმწიფო ვიზიტს საქართველოში ხვალ დაასრულებს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42