„გვჭირდება შრომის უსაფრთხოების საერთაშორისო სტანდარტები და ძლიერი კანონმდებლობა“ - სოფო კილაძე
პოლიტიკა - 15:40, 16 Jul, 2018     1109

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ სოფო კილაძემ განაცხადა, რომ საჭიროა შრომის უსაფრთხოების საერთაშორისო სტანდარტები და ძლიერი კანონმდებლობა, რომელიც ადამიანებს დაიცავს:

„სამძიმარს ვუცხადებ დაღუპულების ოჯახებს და ვიზიარებ მათ მწუხარებას. მე იქ უნდა ვიყო ახლა, მაგრამ ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, სამწუხაროდ, ვერ ვახერხებ ტყიბულში ჩასვლას. პირველ რიგში, მნიშვნელოვანია გაირკვეს, რა მოხდა და იკვეთება თუ არა ვინმეს ბრალეულობა, რომ უმკაცრესად დაისაჯოს დამნაშავე. თუმცა, ყველაზე მნიშვნელოვანი მაინც პრევენციაა, რომ თავიდან ავირიდოთ ასეთი ტრაგედიები. ჩვენ გვჭირდება შრომის უსაფრთხოების საერთაშორისო სტანდარტები და ძლიერი კანონმდებლობა, რომელიც ადამიანებს დაიცავს. 21-ე საუკუნეში წარმოუდგენელია, რომ ადამიანი ყოველ დღე მიდიოდეს სამსახურში და არ იცოდეს უკან ცოცხალი დაბრუნდება თუ არა, იმის გამო, რომ მისი სამსახური საფრთხის მატარებელია. ამ წლის ბოლოს მთლიანად შევა ძალაში საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტი, რომელიც პარლამენტში დავამტკიცეთ წელს და რომელიც ეტაპობრივად შედის ძალაში. ადამიანის უფლებათა კომიტეტში გასულ კვირას გვქონდა საკომიტეტო მოსმენა თემაზე, თუ როგორ ხდება ახალი კანონმდებლობის აღსრულება. უკვე განხორციელებული, დაგეგმილი ცვლილებები და მათი ეფექტიანი აღსრულება მგონია, რომ სასიკეთო შედეგს მოიტანს და ადამიანები ასე არ დაიხოცებიან სამუშაო ადგილებზე”, – განაცხადა სოფო კილაძემ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42