დეპარტამენტში შესაძლებელია:
1. ონკოლოგიურ დაავადებათა სრული დიაგნოსტიკა, ბიოფსია და ბიოპტატის ჰისტოლოგიური შესწავლა. აუცილებლობის შემთხვევაში მასალა იგზავნება გერმანიაში, ქ. კილის რეფერალურ პათოლოგიის ინსტიტუტში. ეს უკანასკნელი კვლევა უფასოა, მას აფინასებს გერმანული მხარე.
2. დაავადების სტადირება - მაღალი რეზოლუციის მ.რ.ტ და კომპიუტერული ტომოგრაფია, რომელიც სრულდება მაღალი კვალიფიკაციის რადიოლოგების მიერ.
3. ქიმოთერაპია - უახლესი გერმანული და ამერიკული პროტოკოლებით, უფასოა პაციენტისთვის, მას ფარავს საყოველთაო ჯანდაცვის და სოლიდარობის ფონდი ქიმოთერაპიის გართულებების მართვა
4. მძიმე შემთხვევების მართვაში მონაწილეობენ გერმანელი კოლეგები ქ. ფრაიბურგის ბავშვთა ონკოლოგიური ცენტრიდან, თავის ტვინის სიმსივნეების მართვისთვის კი შექმნილია ტუმორ-ბორდი გერმანელი ნეიროქირურგის და ქართველი რადიოლოგის, სხივური თერაპევტის, ნევროლოგის და ონკოლოგის მონაწილეობით.
5. სიმსივნის ქირურგიული მკურნალობა მოიცავს როგორც ქართულ, ისე უცხოურ კლინიკებს, ეს უკანასკნელი ასევე უფასოა პაციენტისთვის და ყველა ხარჯს ფარავს სოლიდარობის ფონდი, დიმიტრი ცინცაძის ფონდი და ჯანდაცვის სამინისტრო.
მასალის გამოყენების პირობები