„გამოცხადებული სიკვდილის ქრონიკა უნდა შეჩერდეს“ - აკაკი ზოიძე ტყიბულში მომხდარ ტრაგედიაზე
პოლიტიკა - 12:46, 16 Jul, 2018     864

ტყიბულში, მინდელის შახტში მომხდარ ტრაგედიას პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე აკაკი ზოიძე ეხმაურება და აცხადებს, რომ მინდელის შახტში გამოცხადებული სიკვდილის ქრონიკა გრძელდება:

„თუ ვინმეს სუბიექტური ფაქტორი გამოიკვეთება, რომ ეს იყო კონკრეტული ადამიანის, ან რომელიმე თანამდებობის პირის პასუხისმგებლობა, ამ შემთხვევაში, ის ადამიანი ან პირთა წრე უმკაცრესად უნდა დაისაჯოს. არ შეიძლება, უბედური შემთხვევები ზედიზედ ხდებოდეს. ორი თვის წინ ექვსი ადამიანის დაღუპვაზე ვსაუბრობდით, ახლა კიდევ ოთხი ადამიანი დაიღუპა, რაც უზარმაზარი ტრაგედიაა. ყველა უნდა მობილიზდეს, რათა საგანგებო გადაწყვეტილება მოვიღოთ“, – აღნიშნავს ზოიძე.

მისივე თქმით, საკითხზე მთავრობასთან და მფლობელებთან ერთად კონსულტაციები გაიმართება.

„გამოძიებას უნდა დაველოდოთ, ამ შემთხვევაში რა მიზეზი იყო, მაგრამ კანონი მივიღეთ, შესაბამისი ინსპექცია მუშაობს. ამ შახტისთვის უზარმაზარი სამუშაოები იქნა ჩატარებული და დადებულია უსაფრთხოების ზომების გამაუმჯობესებელი ღონისძიებების მთელი პაკეტი. უსაფრთხოების ზომების მიღება ხდებოდა და ყველაფრის გამოსწორება რამდენად მოასწრეს, ასევე რა დარღვევები იყო აღმოჩენილი, ესეც ალბათ გამოძიების თემა იქნება. მინდელის შახტზე სამუშაოები ჩატარებული იყო და დასკვნა დადებულია, თუ რა უნდა გამოსწორდეს. შეიძლება უბედური შემთხვევა მოხდეს, მაგრამ უბედური შემთხვევის ალბათობა მინიმუმამდე უნდა იყოს დაყვანილი და სუბიექტური ფაქტორი გამორიცხული. ამ მხრივ სასამართლო პრაქტიკა გამკაცრებული უნდა იყოს, რათა ამას დამსაქმებლისთვის პრევენციული ეფექტი ჰქონდეს. კერძოდ, არა მხოლოდ ფინანსური, არამედ თავისუფლების რისკი უნდა იყოს, თუნდაც წვრილმანი საკითხების უგულვებელყოფა, რაც შრომის უსაფრთხოებას ეხება. მესმის, რომ დაღუპულთა თუ დაშავებულთა ოჯახებს კომპენსაცია ურჩევნიათ და არა ადამიანის ციხეში გაშვება, მაგრამ თუ უმკაცრესი დასჯა არ მოხდა და ეს სამაგალითო არ იქნა, ამით სასამართლო პრაქტიკის დასჯის პრევენცია ძალიან მცირდება. გამოცხადებული სიკვდილის ქრონიკა უნდა შეჩერდეს, უნდა დავადგინოთ, ტრაგედიის მიზეზი რა იყო“, – დასძინა ზოიძემ.

დღეს დილით მომხდარ ტრაგედიას მინდელის შახტში 4 მეშახტის სიცოცხლე ემსხვერპლა, ექვსი კი დაშავდა, მათგან სამს სხეულზე მძიმე დამწვრობები აქვს მიღებული. არსებული ინფორმაციით, შახტში აფეთქება სავარაუდოდ მეთანის დაგროვებამ გამოიწვია.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42