ტყიბულში, მინდელის შახტში მომხდარ ტრაგედიას საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე განცხადებით ეხმაურება. განცხადებაში ნათქვამია, რომ მომხდარ ტრაგედიაში ყველა პასუხისმგებელი პირი კანონის სრული სიმკაცრით დაისჯება:
„მინდელის სახელობის შახტში დღეს დილით მორიგი ტრაგედია დატრიალდა. მთელი გულით ვუსამძიმრებ დაღუპულთა ოჯახებს და თანადგომას ვუცხადებ ამ მძიმე წუთებში.
სახელმწიფო ვერ დაუშვებს საკუთარი მოქალაქეების სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაუცველობას. ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება შახტის დახურვის შესახებ.
მომხდარზე მიმდინარეობს გამოძიება და ყველა პასუხისმგებელი პირი დაისჯება კანონის სრული სიმკაცრით. შახტი არ განაახლებს მუშაობას, ვიდრე არ დასრულდება როგორც სისხლის სამართლებრივი გამოძიება, ისე მაღალკვალიფიციური საერთაშორისო საინჟინრო-ტექნიკური ექსპერტიზა.
შახტში დასაქმებულებს ამ პერიოდის განმავლობაში აუნაზღაურდებათ ხელფასი“, - აცხადებს პრემიერი.
შეგახსებეთ, რომ დღეს ტყიბულში, მინდელის შახტში მომხდარი ტრაგედიის შედეგად 4 მეშახტე დაიღუპა, 6 კი მძიმედ დაშავდა.
მასალის გამოყენების პირობები






