როგორც სამოქალაქო მოძრაობის წევრი და „სახელმწიფო ხალხისათვის“ ლიდერი, ნიკა მაჭუტაძე აცხადებს, ხელისუფლება აღარ იმსახურებს ნდობას, რადგან მათ წაართვეს ქართველ ხალხს პრეზიდენტის არჩევის წესი.
"ქართველ ხალხს პოლიტიკური თავგადასაავლების განმავლობაში აქვს მკაფიოდ განსაზღვრული მექანიზმები როგორ უნდა მოიშოროს ანტიდემოკრატიული ავტორიტარული რეჟიმი. ზუსტად ამ მექანიზმების ერთ-ერთი ყველაზე მთავრი გამოვლინებაა ერთობა ჩვენ გავერთიანდებით დემოკრატიულ საზოგადოებად. ჩვენ უარი ვთქვით ეგოიზმზე, სიმპატიებსა და ანტიპატიებზე და გავერთიანდით ამ საზოგადობად, რომელიც დღეს არ არის დასრულებული და ამას კვლავ შემოემატება და ხვალაც ვნახავთ ძალიან დიდ ნაკადს, რომელიც შესაძლოა აღმოჩნდეს გადამწყვეტი. ამას სიურპრიზად ვტოვებთ სახელმწიფოს უსაფრთხოების სამსახურისთვის, რომელმაც არ გვინდა ხელი შეგვიშალოს და აი ამ დიდი საზოგადოებრივი ერთობით და პოლიტიკური მიზნებით ვაპირებთ ხელისუფლების შეცვლას საპრეზიდენტო არჩევნების კვალდაკვალ ვინაიდან ეს ხელისულფბე აღარ იმსახურებს ნდობას რადგან მან წაართვა ქართველ ხალხს პრეზიდენტის არჩევის წესი" - განაცხადა ნიკა მაჭუტაძემ.
მასალის გამოყენების პირობები






