„სამოქალაქო მოძრაობა - ძალა ერთობაშია“ - ხელმოწერილი დეკლარაცია
პოზიცია - 11:54, 16 Jul, 2018     1460

„სამოქალაქო მოძრაობა - ძალა ერთობაშია“ - ცხრა ოპოზიციურმა პარტიამ დღეს დეკლარაციას ხელი მოაწერა. გთავაზობთ დეკლარაციის სრულ ტექსტს:

„საქართველოს წინაშე მდგარი საფრთხეების, მისი დღევანდელი მდგომარეობისა და თანამედროვე მსოფლიოს განვითარების ტენდენციები გვიჩვენებს, რომ დღეს ჩვენი ქვეყანა დიდი, სტრატეგიული და სასიცოცხლო მნიშვნელობის გზაგასაყარზე დგას. დაუნდობელი რეალობა, რომელსაც საქართველოს წინაშე მდგარი საგარეო და საშინაო პრობლემები ქმნის, გვიჩვენებს, რომ შუალედური და შედარებით რბილი ვარიანტების შესაძლებლობა პრაქტიკულად არ არსებობს და, შესაბამისად, ქვეყნის შემდგომი განვითარება მხოლოდ ორი გზით შეიძლება წავიდეს.

გზას, რომლითაც საქართველო დღეს მიდის, ჩიხისაკენ მივყავართ. ეს არის კარჩაკეტილობის, უამბიციობის, პერიფერიზაციის, დაქსაქსულობისა და უკუსვლის გზა. ამ გზაზე ქართული საზოგადოება ვერ შეძლებს მის წინაშე მდგარი საფრთხეებისა და ამოცანების ადეკვატურ დანახვასა და შეფასებას. განვითარების ამ ვარიანტს მივყავართ მაფიოზურ-ოლიგარქიული ეკონომიკისა და რეპრესიული, ანტიდემოკრატიული რეჟიმის დამკვიდრებამდე. თანამდროვე მსოფლიოს პირობებში ეს ნიშნავს ჩამორჩენილობისა და სიღარიბისთვის განწირულობას. ქვეყანა აღმოჩნდება უსუსურ მდგომარეობაში მომაკვდინებელი საფრთხეების წინაშე, რაც გვემუქრება სახელმწიფო და ეროვნული განადგურებით.

მეორე გზა მომავლის, განახლებული საქართველოს მოდელით სვლას ნიშნავს. ის გულისხმობს ზემიზნის გარშემო გაერთიანებულ საზოგადოებას, რომელსაც აქვ წარმატების ამბიცია. ამ შემთხვევაში საზოგადოება სწორად დაინახავს ქვეყნის დღევანდელ მდგომარეობას, რეალურად შეაფასებს მის წინაშე მდგარ სასიცოცხლო საფრთხეებს, შეძლებს პატრიოტული სულისკვეთებით ქვეყნის ახალ, მაღალენერგეტიკულ მდგომარეობაში გადაყვანას, რაც ნიშნავს ინოვაციურ ეკონომიკას, ეფექტურ სახალხო სახელმწიფოს, ინტელექტის ხელისუფლებას ბიუროკრატიულის ნაცვლად და საქართველოს მსოფლიოს ლიდერ სახელმწიფოთა რიგში გასვლას. თავის მხრივ, ეს უზრუნველყოფს ქვეყნის თანაბარ, მდგრად განვითარებას, კეთილდღეობას და წარმატებას ქვეყნის ყველა მოქალაქისათვის.

ამრიგად, საქართველოს დღევანდელი გეოპოლიტიკური ვითარება გვკარნახობს უალტერნატივო ზემიზანს - ვიქცეთ ეროვნული ერთობის იდეაზე დაფუძნებულ მოწინავე და ძლიერ სახელმწიფოდ, რომელიც დაიმკვიდრებს ღირსეულ ადგილს მსოფლიოს ლიდერ სახელმწიფოთა შორის!

ეროვნული, სამოქალაქო ღირსების გაძლიერება, ახლებურად გააზრებული პატრიოტიზმი, უნდა დაედოს საფუძვლად იმ ახალ ერთობლივ ძალისხმევას, რომელიც ასე სჭირდება დღეს საქართველოს.

საქართველოს ისტორიის წარმატებულ პერიოდებში, ჩვენი ერის თვითიდენტიფიკაცია, მისი ერთობა, ემყარებოდა ამაღლებულ რეალობებს - სახელმწიფო, ენა, მამული, სარწმუნოება და ა.შ. მით უფრო მნიშვნელოვანია ამ საკითხთან დაკავშირებით სწორი და სიცოცხლისუნარიანი პოზიციის დაკავება თანამედროვე ეპოქაში.

ქართული ეთნოსის ისტორიული როლი ქართველი ერის ფორმირებაში ეჭვგარეშეა. რაც შეეხება თავად ქართველ ერს, ის ჩვენ განახლებული და წარმატებული ქართული სახელმწიფოს აღმშენებელი ყველა ადამიანის სულიერ და ფიზიკურ ერთობად უნდა განვიხილოთ. შესაბამისად, სახელმწიფოებრივი პატრიოტიზმი წარმოადგენს ჩვენი საზოგადოების მაკონსოლიდირებელი პლატფორმის საფუძველს.

ქართული საზოგადოების საუკეთესო ნაწილის გააქტიურება და მობილიზება, პასიური მდგომარებიდან აქტიურში გადაყვანა, მისი საზოგადოებრივ-პოლიტიკურ ავანგარდად გადაქცევა და ქვეყნის აღმშენებლობისათვის მისი პოტენციალის მაქსიმალური გამოყენება წარმოადგენს საქართველოს დღევანდელი პოლიტიკური დღის წესრიგის უმთავრეს ამოცანას.

ბუნებრივია, რომ ქვეყნის განახლებისათვის აუცილებელი უმნიშვნელოვანესი და ფუნდამენტური საკადრო ცვლილებები ქვეყნის მასშტაბით თავისთავად ვერ განხორციელდება. ამისათვის, საზოგადოების ჯანსაღი ნაწილი ერთიანდება სამოქალაქო მოძრაობად, რომელიც მიზნად ისახავს არჩევნებში მონაწილეობის გზით ქვეყნის სათავეში მოსვლას, რათა მოახდინოს ქვეყანაში არსებული საუკეთესო საკადრო პოტენციალის სწორი და ოპტიმალური გადანაწილება გადამწყვეტ და მნიშვნელოვან პოზიციებზე.

„სამოქალაქო მოძრაობა - ძალა ერთობაშია“ წარმოადგენს ქვეყნის განახლების იდეოლოგიურ პლატფორმაზე მდგომი პოლიტიკური გაერთიანებების, საზოგადოებრივი ორგანიზაციებისა და ფიზიკური პირების ერთობას. მასში ჩართვით საქართველოს ნებისმიერ ნიჭიერ, ენერგიულ მოქალაქეს და მოქალაქეთა ჯგუფს ეძლევა საშუალება აქტიური მონაწილეობა მიიღოს პოლიტიკურ პროცესებში და შესაბამისად - ქვეყნის შემდგომ მართვასა და განვითარებაში.

ერთიანი ძალისხმევით საქართველოს გამარჯვებისკენ - ძალა ერთობაშია!“, - ნათქვამია დეკლარაციაში.

„სამოქალაქო მოძრაობა - ძალა ერთობაშია“ დამფუძნებელი წევრები:

1. ახალი საქართველოსთვის - ნიკოლოზ ვაშაკიძე

2. ემსახურე საქართველოს - მურმან დუმბაძე

3. ეროვნულ-დემოკრატიული პარტია - ბაჩუკი ქარდავა

4. სახელმწიფო ხალხისთვის - ნიკა მაჭუტაძე

5. ქრისტიან-კონსერვატიული პარტია - შოთა მალაშხია

6. ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - ნიკანორ მელია

7. სამოქალაქო ალიანსი თავისუფლებისათვის - ზურაბ ხარატიშვილი

8. ახალი საქართველო - გიორგი ვაშაძე

9. საქართველო ლიდერთა შორის - მამუკა გამყრელიძე

10. საქართველოს ევროპელი დემოკრატები პაატა დავითაია





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42