„ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის“ ლიდერის ბაჩუკი ქარდავას განცხადებით, სამოქალაქო მოძრაობის მთავარი მიზანი ხელისუფლების შეცვლაა:
„ხელისუფლებას აქვს ჩავარდნა როგორც ქვეყნის შიგნით, ვერ მართავს რეალურად ეკონომიკას და ქვეყანაში იზრდება სიღარიბე, ასევე ჩავარდნა აქვს საგარეო პოლიტიკის კუთხით, რაც დაგვანახა ნატო-ს სამიტმა, სადაც საქართველომ ფაქტობრივად ახალი ვერაფერი მიიღო. ფაქტობრივად ჩვენ გვყავს დღეს ხელისუფლება, რომელიც ვერ მართავს ქვეყანას და ქვეყანაში არის უკუსვლა. ამ ვითარებაში საჭიროა დაუყოვნებლივ და დროულად დაიწყოს ცვლილებები. ცვლილებები რა თქმა უნდა, დაიწყოს ჯერ ხელისუფლებიდან, რომ რეალურად ჩვენ გავლენა და ბერკეტი გვქონდეს იმისა, რომ ქვეყანაში დაიწყოს განვითარება და მოძრაობა წინ, სწორედ ამიტომაც ხდება ამ სამოქალაქო მოძრაობა-ძალა ერთობაშია ჩამოყალიბება, მაკოორდინირებელი ფუნქცია უნდა აიღოს მან თავის თავზე და მისი მიზანი იქნება გააერთიანოს მაქსიმალურად ჯანსაღი პოლიტიკური და საზოგადოებრივი ჯგუფები და ჩართოს ქვეყნის განვითარების საქმეში. რა თქმა უნდა, ჩვენ გვეყოლება ძლიერი საპრეზიდენტო კანდიდატი და ვიბრძოლებთ არა საპრიზო ადგილისთვის, არამედ გამარჯვებისთვის, თუმცა, ეს არ არის ჩვენი საბოლოო მიზანი. ჩვენი საბოლოო მიზანი არის ცვლილებები ხელისუფლებაში, ხელისუფლების შეცვლა და საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვების კვალდაკვალ აუცილებლად ჩვენ ამას განვახორციელებთ ამ მოძრაობის ფარგლებში“, - განაცხადა ბაჩუკი ქარდავამ.
მასალის გამოყენების პირობები






