15 ივლისს, ათ ოპოზიციურ პოლიტიკურ პარტიას შორის გამართულ საკონსულტაციო შეხვედრაზე გადაწყდა, რომ ჩამოყალიბდება ახალი პოლიტიკური ერთობა „სამოქალაქო მოძრაობა - „ძალა ერთობაშია“. რომელიც 17 ივლისს ერთიან საპრეზიდენტო კანდიდატს დაასახელებს. დღეს აღნიშნული ორგანიზაცია ოფიციალურად დაფუძნდა და რამდენიმე წუთის წინ ხელი მოეწერა დეკლარაციას, სადაც გაწერილია ამ მოძრაობის სამოქმედო გეგმები:
„დღეს ყალიბდება პოლიტიკური და საზოგადოებრივი ძალა, რომელიც ემზადება ხელისუფლებაში მოსასვლელად, ჩვენ ვიცით რა გვინდა და როგორ მივაღწიოთ მიზანს, დღეს ხელს მოვაწერთ ამ ახლდდაფუძნებული მოძრაობის დეკლარაციას, სადაც ჩვენი ძირითადი პრინციპებია ასახული და რომელზეც დეტალური საუბრები გვექნება საზოგადოებასთან, ძალა ერთობაშია, დადგა ის დრო, რომ საზოგადოება, მისი საუკეთესო ნაწილი, ყველა ის ადამიანი ვისაც გული შესტკივა საკუთარი სამშობლოსთვის, გაერთიანდეს ბრძოლაში, რათა წარმატებულ გზაზე დავაყენოთ ჩვენი ქვეყანა, დღეს მართლაც დიდი და კარგი საქმე კეთდება, ეს მხოლოდ დასაწყისია“, - განაცხადა ნიკოლოზ ვაშაკიძემ.
მასალის გამოყენების პირობები






