„ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ ჩვენი ქვეყნის სვლა ევროპული ოჯახისკენ იყოს გარანტირებული" - დავით ზალკალიანი ​
პოლიტიკა - 11:30, 15 Jul, 2018     703
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის დავით ზალკალიანის განცხადებით, ახალი მთავრობის პირობებში საგარეო საქმეთა სამინისტროს საქმიანობის უმთავრესი პრიორიტეტი იქნება ქვეყნის ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაცია, როგორც ეს ასახულია სამთავრობო პროგრამაში და ასევე ის ამოცანები, რაც დღეს აქტიურად დგას საქართველოს საგარეო პოლიტიკის დღის წესრიგში.

„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ახალი სამთავრობო პროგრამის პირველი და უმთავრესი პრიორიტეტი გახლავთ საქართველოს ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაცია, რაც ასევე გამყარებულია ჩვენს მთავარ საკანონმდებლო აქტში - კონსტიტუციაში, რაც არის ქართველი ხალხის არჩევანი და ასევე პარლამენტის მიერ საგარო პოლიტიკის შესახებ მიღებული რეზოლუციის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი. ბუნებრივია ეს ასევე იქნება ჩვენი, საგარეო საქმეთა სამინისტროს საქმიანობის უმთავრესი პრიორიტეტი, ისევე როგორც ქვეყნის დეოკუპაცია, არაღრიარების პოლიტიკა, საქართველოს პოზიტიური იმიჯის წარმოჩენა ჩვენი ქვეყნის ფარგლებს გარეთ, ასევე ეკონომიკური დიპლომტია, ჩვენი ქვეყნის მოქლაქეებისთვის ძირითადი უფლებების დაცვა" - განაცხადა დავით ზალკალიანმა.

საგარეო საქმეთა მინისტრის თმით უწყება ასევე აქტიურად იქნება ჩართული სამთავრობო პროგრამის სხვა ძირითადი მიზნების განხორციელებაში, რაც უკავშირდება ინოვაციურ, ახალ პროექტებზე დაფუძნებით ეკონომიკის გაუმჯობესებას, განათლების სისტემის რეფორმას და სხვა.

„ყველაფერს გავკეთებთ იმისათვის, რომ ჩვენი ქვეყნის სვლა ევროპული ოჯახისკენ იყოს გარანტირებული. ამისთვის გვჭირდება, რომ საშინაო პოლიტიკა იყოს თანხვედრაში სგარეო პოლიტიკსათან და ეს ყველაფერი რა თქმა უნდა არის მოცემული და გარანტირებული ახალ სამთავრობო პროგრამაში"-განაცხადა მინისტრმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42