პრეზიდენტის კომენტარები ღიმილისმომგვრელია - კობახიძე
პოლიტიკა - 11:21, 15 Jul, 2018     1725

„პრეზიდენტი ცდილობს, გამოგვიწვიოს ჩვენ ე.წ. კინკლაობაში. ჩვენი სურვილია, რომ ამ ყველაფერს არ ავყვეთ",- ასე გამოეხმაურა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის განცხადებას მმართველი პარტიის მიერ საპრეზიდენტო კანდიდატის დასახელების შესახებ.

ირაკლი კობახიძის თქმით, მმართველ გუნდს აქვს განსაზღვრული ვადები და პრეზიდენტობის კანდიდატი ამ ვადებში დასახელდება.

„ჩვენ რა თქმა უნდა, გვაქვს განსაზღვრული ვადები, არის სამართლებრივი ვადები, პოლიტიკური ვადები და ამ ვადებში დასახელდება, ბუნებრივია, პრეზიდენტობის კანდიდატი. შესაბამისად, სპეკულაციები იმის თაობაზე, რომ ჩვენ ვიღაცას ვერ ვასახელებთ ან არ ვასახელებთ, ეს არის აბსოლუტურად არასწორი",- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

მისი შეფასებით, ღიმილისმომგვრელია ასეთი კომენტარები მაშინ, როდესაც თავად პრეზიდენტსაც არ გამოუცხადებია საკუთარი გადაწყვეტილება არჩევნებში მონაწილეობის შესახებ. მისი თქმით, „ქართული ოცნებისგან" განსხვავებით, რომელიც ასეულობით წევრისგან შედგება, პრეზიდენტს კონსულტაციების გავლა არ სჭირდება და არჩევნებში მონაწილეობის შესახებ გადაწყვეტილება ერთპიროვნულად უნდა მიიღოს.

„ აბსოლუტურად ღიმილისმომგვრელია ასეთი კომენტარები იმ პირობებში, როდესაც პრეზიდენტი თავადაც არ აცხადებს საკუთარ გადაწყვეტილებას არჩევნებში მონაწილეობის თაობაზე. მას არ სჭირდება არავისთან კონსულტაციების გავლა, განსხვავებით მმართველი გუნდისგან, განსხვავებით „ქართული ოცნებისგან", რომელიც შედგება უამრავი წევრისგან, მათ შორის, პოლიტიკური გუნდი არის წარმოდგენილი ასეულობით ადამიანით. ჩვენ გვჭირდება სერიოზული კონსულტაციების გავლა და ბუნებრივია, ასეთი კონსულტაციების საფუძველზე მივიღებთ გადაწყვეტილებას საპრეზიდენტო არჩევნებთან, კანდიდატთან დაკავშირებით. რაც შეეხება პრეზიდენტს, მან ერთპიროვნულად უნდა მიიღოს ეს გადაწყვეტილება. ის თავად არ აცხადებს საკუთარი გადაწყვეტილების თაობაზე და ჩვენ გვეუბნება, რომ ჩვენ ვერ წარვადგენთ საპრეზიდენტო კანდიდატს. ეს არის რა თქმა უნდა, ღიმილისმომგვრელი და ეს არის მარტივი სპეკულაციები. ასეთ კინკლაობაში, ბუნებრივია, ჩვენ არ გვინდა, რომ შევიდეთ და მოვუწოდებ პრეზიდენტსაც, რომ ნუ ეცდება ჩვენს გამოწვევას კინკლაობაში",- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

ჟურნალისტის კითხვის პასუხად, გეგმავს თუ არა მმართველი გუნდი საპრეზიდენტო არჩევნებში დეპუტატ სალომე ზურაბიშვილის კანდიდატურის მხარდაჭერას, ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, რომ განცხადება ნებისმიერ კანდიდატთან დაკავშირებით, კონსულტაციების შემდეგ გაკეთდება.

„ჩვენ გვექნება კონსულტაციები საპრეზიდენტო არჩევნებთან, საპრეზიდენტო კანდიდატთან დაკავშირებით და ამის შემდეგ გაკეთდება ნებისმიერი განცხადება ნებისმიერ კანდიდატთან დაკავშირებით, ნებისმიერ კონკურენტთან დაკავშირებით. ეს არის ჩვენი პოზიცია. ჯერ ჩვენ უნდა გვქონდეს კონსულტაციები და ამის შემდეგ შეგვეძლება გარეთ განცხადების გაკეთდება",-განუცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ ჟურნალისტებს. ​






მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42