ჭე-კლასი, იქ, სადაც ჰყავთ წულუკიანი, მათ ყველას აქვს ზურგზე დამღა - ოპოზიცია ბახტაძის კაბინეტს უნდობლობას უცხადებს
პოლიტიკა - 18:45, 14 Jul, 2018     1724
მამუკა ბახტაძისმინისტრთა კაბინეტს ოპოზიციის მხარდაჭერა არ აქვს. ხელისუფლების ოპონენტების გაღიზიანება იუსტიციის მინისტრობის კანდიდატად თეა წულუკიანის წარდგენამ გამოიწვია.

„ქართული ოცნების გუნდი ყოველთვის თამაშობდა მეორე ლიგაში, არასდროს არ ჰყავდათ ვარსკვლავები და ხარისხიანი გუნდი, მაგრამ რაც წლები მიდის, დეკვალიფიკაციაა, მერე გადავიდნენ მესამეში, მეოთხეში, ახლა ეს გუნდი არის ყველაზე სუსტი და ფაქტობრივად, თამაშობენ ჭე-კლასში. რაც შეეხება თავად პერსონალურ შემადგენლობას, ფრთიანი ანგელოზებიც რომ იყვნენ, 11-დან 10, იქ, სადაც ჰყავთ წულუკიანი, მათ ყველას აქვს ზურგზე დამღა - 6-წლიანი წარუმატებლობისა, ერთი წვეთი ნავთობი აფუჭებს 25 ლიტრ წყალს,“ - განაცხადა ნაციონალური მოძრაობის წევრმა, რომან გოცირიძემ.

ევროპული საქართველოს ლიდერი ამბობს, რომ ბახტაძის პროგრამა, პრაქტიკულად, გადმოწერილია წინა პროგრამებიდან, ხოლო სიახლეები, რომელიც დამატებულია, სრულიად გაუაზრებელი.

"მაგალითად, იმ ტიპის, როდესაც განათლების მინისტრის მთავარი პრიორიტეტი ზამთრის ოლიმპიადის ჩატარება იქნება საქართველოში, ჩვენ ვნახეთ შემადგენლობა, რომელიც ერთი მხრივ, შედგება სახეებისგან, რომლის ნახვაც საზოგადოებას მკაფიოდ აღარ უნდა მთავრობაში, ხოლო მეორე მხრივ, არიან სრულიად უცნობი სახეები და ადამიანები, რომლის შესახებაც საზოგადოებამ არაფერი იცის, ხვალინდელი დღიდან იქნებიან პასუხისმგებელი, ასობით ათას ოჯახის ცხოვრებაზე,“ - განაცხადა მა, დავით ბაქრაძემ.

საპარლამენტო უმრავლესობა მამუკა ბახტაძის პარლამენტში სიტყვით გამოსვლით კმაყოფილია.

„ახალი პრიორიტეტული მიმართულებების თაობაზე ისაუბრა, მე გამოვყოფდი მათ შორის მოქალაქეთა სოციალური დაცვისა და სამართლიანობის კომპონენტს, რომელიც გამოიხატა ჰუმანურ აქტში - საგადასახდო დავალინების ჩამოწერა 2011-2012 წლებში,“ - განაცხადა ეკა ბესელიამ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42